წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი ლაშა ბერეკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, იმის თაობაზე რომ წყალტუბოს პარკი კატასტროფულ მდგომარეობაშია და იქ გავლა საშიშია.
“მეგა ტვ”-სთვის მოწოდებულ განცხადებაში ცენტრი აღნიშნავს რომ წყალტუბოს მასშტაბით გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ინტენსიურ სამუშაოებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ლაშა ბერეკაშვილის განცხადებას და საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებს მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
პირველ რიგში, მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს ყურადღებისა და ჩართულობისთვის. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ინტენსიურ სამუშაოებს.ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:ტერიტორიების სისტემატური გაწმენდა და მოწესრიგება – ქალაქისა და მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნების მიზნით.
გათიბვითი სამუშაოები – მწვანე ზოლებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-პატრონობა.
ინფრასტრუქტურული და გარე განათების მოწყობა – არსებული ქსელების განახლება, მონიტორინგი და ახალი წერტილების გამართვა.
ეს არის უწყვეტი, ყოველდღიური პროცესი, რომელსაც ჩვენი სამსახური მაქსიმალური პასუხისმგებლობით ასრულებს, რათა წყალტუბო იყოს კიდევ უფრო სუფთა, მოწესრიგებული და კომფორტული როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ისე ჩვენი მრავალრიცხოვანი სტუმრებისთვის.
მედიის წარმომადგენლებს მუდამ მზად ვართ მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით.“ – ნათქვამია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის მიერ “მეგა ტვ”-სთვის მიერ მოწოდებულ წერილში.
როგორც, ცენტრის პიარი “მეგა ტვ”-ს ეუბნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მათი სამსახური სამუშაოებს ყოველდღიურად 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ახორციელებს.
“საპირფარეშოს საკითხი მოგვარდება, როდესაც რეაბილიტაცია დაიწყება, სამწუხაროდ გაუქმებულია იმის გამო რომ მოქალაქეეებმა დაამტვრიეს ყველაფერი.” – ამბობს თამუნა ნაჭყეპია.










