LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო-2025“ გაიმართება

კატასტროფულ მდგომარეობაშია ცენტრალური პარკი წყალტუბოში, იქ გავლა საშიშია – ლაშა ბერეკაშვილი

დაპოსტა 2026/07/09-ში
A A
979
ნახვა
გაზიარება

„რეალურად, გვაქვს უმნიშვნელოვანესი კურორტი და ქუთაისის აეროპორტი, როგორც დიდი ლოჯისტიკური ცენტრი, თუმცა ამ ორ ლოკაციას შორის პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლა არ არსებობს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ Travel To Georgia-ს დირექტორმა და ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ქუთაისისა და წყალტუბოს ერთ სატრანსპორტო ხაზში მოქცევა და დაკავშირება მოხდეს.

როგორც ლაშა ბერეკაშვილი განმარტავს, ამგვარი სატრანსპორტო კავშირის არარსებობა წყალტუბოში ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

„წყალტუბო მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ქუთაისის აეროპორტთან. როდესაც ქუთაისის აეროპორტის ავტობუსის ხაზი (შატლი) ინიშნებოდა, ჯერ კიდევ მაშინ ვითხოვდით, რომ მარშრუტში წყალტუბოც გაეთვალისწინებინათ.

შესაძლებელი იყო ისეთი რეისის გაშვება, როგორიცაა: ქუთაისი-წყალტუბო-აეროპორტი ან აეროპორტი-წყალტუბო-ქუთაისი, რითაც ერთი მარშრუტით ამ ორი ქალაქის დაკავშირება მოხდებოდა.

ეს ნაბიჯი გარკვეულწილად გაზრდიდა კურორტის ცნობადობას და ტურისტებისთვისაც ხელშესახები იქნებოდა, რომ შატლი წყალტუბოში დასარჩენად გამოეყენებინათ.

თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ოთახების/ბინების გაქირავების მატებასაც. ფაქტია, რაც მეტი ტურისტი დარჩებოდა წყალტუბოში, მით მეტ სიკეთეს მოუტანდა ეს ადგილობრივებს.

ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა, თუმცა, ახლაც არ არის გვიან. ქუთაისის აეროპორტი არსებობს და საჭიროა, მასზე წყალტუბოს მიმართულების დამატება.

გარკვეულწილად, ეს ტურისტებს აკარგვინებს წყალტუბოს. რეალურად, გვაქვს უმნიშვნელოვანესი კურორტი და ქუთაისის აეროპორტი, როგორც დიდი ლოჯისტიკური ცენტრი, თუმცა, ამ ორ ლოკაციას შორის პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლა არ არსებობს.

ამ პრობლემის მოგვარება იქნებოდა ერთი პატარა, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯი, რომლითაც წყალტუბოს ინტერესების გათვალისწინება მოხდებოდა“, – განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

„ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ყურადღება კურორტზე არსებულ სხვა პრობლემებზეც გაამახვილა და მათ შორის, შეეხო წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებსაც.

„გარდა ამისა, კატასტროფულ მდგომარეობაშია ცენტრალური პარკი. იქ გავლა არა თუ უცხოელისთვის, ზოგ შემთხვევაში ადგილობრივებისთვისაც საშიშია, განსაკუთრებით ზაფხულში.

წელამდე ბალახია და ზოგან ადამიანსაც კი ფარავს. სკამები, ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა – აბსოლუტურად ყველაფერი მწყობრიდანაა გამოსული.

წარმოიდგინეთ, საქართველოს პარკებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პარკზეა საუბარი, სადაც ასევე მდებარეობს უნიკალური სამკურნალო აბაზანები.

დღეს კი იქ ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და ბალახი ზოგ შემთხვევაში გაუვალი, რაც ტერიტორიაზე ქვეწარმავლების დაბუდების მიზეზი ხდება.

შესაძლოა, ამან ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას პირდაპირი საფრთხე შეუქმნას“, – აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ლაშა ბერეკაშვილი.

 

„ბიზნესპრესნიუსი

გაზიარება392

დაკავშირებული -პოსტები

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი  გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
მთავარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან...

დაწვრილებითDetails

წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?!  – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს
მთავარი

❗🗨️ წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! - ანადგუროებენ ზოდში იმ მიწებს, სადაც "ჯორჯიან მანგანეცს" არ უნდა გაეცა ლიცენზია არანაირი გამართლება არ შეიძლება, ეს გზა გაწირეს იმისთის რომ ერთი სოფლიდან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"