ჭიათურაში მაღაროელები და ის მოქალაქეები გაიფიცნენ, რომელთა სახლების ქვეშ სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ქალაქში მოქმედი 13-ვე მაღარო ამ ეტაპზე გაჩერებულია. გაფიცულები ხელფასის მატებას მოითხოვენ და ჭიათურის მერიასთან იმყოფებიან.
“ჯორჯიან მანგანეზის” 3 700 თანამშრომელი მუშაობაზე უარს აცხადებს. ისინი ამბობენ, რომ მძიმე სამუშაოს შესრულება მიზერულ თანხად უწევთ და ანაზღაურებას 50%-ით გაზრდას ითხოვენ.
“ჯოჯოხეთში შევდივართ, სამოთხეში გამოვდივართ, 20 წელი გახდა რაც ვმუშაობ, 20 წელია რაც ვებრძვი ამ კომპანიას, არაფერი მოგვარებულა ამ ხნის განმავლობაში”, – ამბობს დასაქმებული.
რაც შეეხებათ მოქალაქეებს, ისინი ასევე ჭიათურის მერიასთან მართავენ აქცია. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა სახლებისა და კარმიდამოს ქვეშ “ჯორჯიან მანგანეზი” მადანს მოიპოვებს. ისინი ამბობენ, რომ სამუშაო პროცესის გამო სახლები იბზარება, მიწები კი იმეწყრება.
“ჩემი სახლი არის გაგლეჯილი შუაზე, ვისი სახლიც დღეს მთელია ისიც მივა იმ მდგომარეობამდე ისეთი სამუშაოები მიმდინარეობს. კარვის დადგმა გვინდოდა, მაგრამ ამის უფლება არ მოგვცეს”, – ამბობს ადგილობრივი.
სოფლის მოსახლეობა კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.










