LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შესაძლებელი იქნება, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15-დან 50%-მდე და ჩვენ, ამას გავაკეთებთ“-  ოთარ შამუგია

შესაძლებელი იქნება, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15-დან 50%-მდე და ჩვენ, ამას გავაკეთებთ“- ოთარ შამუგია

დაპოსტა 2022/04/14-ში
A A
96
ნახვა
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, დღეს, ქვეყანაში კვების პროდუქტის მარაგებისა და მომარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს.

ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია იმპორტიორებთან და ვაწარმოებთ პროცესის სრულ მონიტორინგს; რის საფუძველზეც, შემიძლია გითხრათ, რომ სურსათით მომარაგების კუთხით, ამ ეტაპზე, შეფერხებები არ გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ დავეხმაროთ ბიზნესს ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომაში. თუმცა, არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო; სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, პირველ რიგში, მარცვლეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებაზე და ძალიან მალე დარგის წარმომადგენლების და მეცნიერების ჩართულობით წარმოვადგენთ პროგრამას რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას. ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15-დან 50%-მდე და ჩვენ, ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელშეწყობა.

„ჩვენ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს დავუფინანსებთ საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს ოდენობით. თუმცა, აქაც კარგად გვესმის, რომ სესხი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი მცირემიწიანი ფერმერებისთვის და მათ საწვავზე, სასუქებზე და პესტიციდებზე ფასების ზრდის პირობებში, სჭირდებათ მხარდაჭერა. ამაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და, უახლოეს პერიოდში, წარმოვადგენთ დახმარების პაკეტს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ფერმერებს პროდუქციის მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგში, წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით გატარებული პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვან პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა 2021 წელსაც და ექსპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 1 142 000 000 $, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს დაახლოებით 200$ მლნ დოლარით მეტია (21%-იანი ზრდა) წინა წელთან შედარებით. მზარდი ტენდენცია აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით შენარჩუნებულია 2022 წელსაც, პირველი კვარტლის მონაცემებით, გვაქვს 5%-იანი ზრდა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 72%-ით შემცირდა აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო. იმავე პერიოდში ევროკავშირში აგროსასურსათო ექსპორტში გვაქვს დაახლოებით 80%-იანი ზრდა (2021 წლის მონაცემებით 180 მლნ აშშ დოლარი).

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. 2021 წელს ექსპორტი განხორციელდა მსოფლიოს 99 ქვეყანაში.

2021 წლის მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა 6.0 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ – 7.3 მლრდ ლარი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამასთან მინისტრმა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა და არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და სამინისტროს ხედვებზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი იქნება იმ საკითხების განხილვა, რომელმაც როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენთვის გააჩინა ახალი დღის წესრიგი. ამ მოცემულობის სამწუხარო მიზეზები ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია – 2019 წლიდან მომდინარე პანდემია და დღეისათვის კი, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ურთულესი გამოწვევაა… ჩვენ არაერთი ომი და ძალადობა გამოვიარეთ, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და გვყავს ასობით ათასი დევნილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაზე მეტად ვგრძნობთ უკრაინელი ხალხის ტკივილს და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ მათ მხარდასაჭერად. საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, პატივს მივაგებ ყველა დაღუპულის ხსოვნას. მთავარი მიზანი, რაც, ვფიქრობ, ყველას გვაერთიანებს არის ის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა, ჩვენმა შვილებმა მშვიდობიან, ცივილურ, განვითარებულ და თავისუფალ სამყაროში უნდა იცხოვრონ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება უმნიშვნელოვანესი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და, შესაბამისად, დაწყებული რეფორმების წარმატებით განხორციელება გარდაუვალი პროცესია.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და ჩვენ დავინახეთ ევროკავშირის მხრიდან უმოკლეს ვადებში კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოს უკვე გადმოეცა კითხვარი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი შეაფასებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენმა უწყებამ უდიდესი შრომა გასწია 2014 წლიდან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“. 1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა
მთავარი

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

„ადგილზე საშინელი სურათი იყო“ - სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. „მთავარი ამბების“ ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა. გზად მანქანა გააჩერეს, რის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები...

დაწვრილებითDetails

დუშეთში ორი ადამიანი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჭრილი მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც უწყება...

დაწვრილებითDetails

თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს
მთავარი

ვაკეში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ N54 საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა. "დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან,...

დაწვრილებითDetails

სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. - ინფორმაციას გვერდი  "ამბები ქუთაისიდან" ავრცელებს. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. სკოლაში 90 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ამ დროისთვის ონლაინრეჟიმში სწავლობენ. განიხილება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"