ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. ეს საქართველოში მისი მეორე ვიზიტია. შარლ მიშელს თბილსის საერთაშორისო აეროპორტში სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დახვდნენ.
შარლ მიშელმა საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება გუშინ, იმ დროს მიიღო, როდესაც მის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს მხარეებმა, ხელი მოაწერეს.
თავად ის, პროცედურას ონლაინ დაესწრო. “საქართველოს გაუმარჯოს!” – შარლ მიშელმა “ტვიტერზე” ქართულად დაწერა.
ცნობილია, თუ როგორი იქნება მისი საქართველოში ვიზიტის პროგრმა.










