18 დეკემბერს, ინტენსიურად მოსულმა ნალექმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე უბანზე თანმდევი პროცესები გამოიწვია. ძლიერი წვიმის გამო მიწა ჩამოიშალა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, დაიტბორა საავტომობილო გზები, სასტუმრო ” მაგნოლია”.
გადაკეტილია საავტომობილო გზა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და “სპეციალური სერვისების ” წარმომადგენლები მუშაობენ დაზიანებულ უბანზე.









