LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ქუთაისი 2010” საქართველოს თასის მფლობელია (+ვიდეო)

“ქუთაისი 2010” საქართველოს თასის მფლობელია (+ვიდეო)

დაპოსტა 2021/04/28-ში
A A
58
ნახვა
გაზიარება

საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს თასის მფლობელია. ოთხთა ფინალის დასკვნით, სატიტულო მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა დაძაბულ, სანახაობრივ ბრძოლაში 83:81 (სტატისტიკა) დაამარცხა “ოლიმპი” და ქვეყნის თასი არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო.

ტიტულის ბედი ერთმა სროლამ გადაწყვიტა. თამაშისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო და ტაბლოზე ფრე – 81:81 ფიქსირდებოდა, როცა ქუთაისელთა პორტუგალიელი ფორვარდის, ჟოელ ალმეიდას ნასროლი ოლიმპელთა კალათში ჩაეშვა. ალმეიდამ თანაგუნდელის, დეჟუან რაითის აცილებული მოხსნა და საფინალო დროის ამოწურვამდე სროლა მოასწრო. საშუალო მანძილიდან, თუმცა მახვილი კუთხიდან ნასროლი ბურთი კალათში ჩაეშვა და რარიგ მსაჯმა ბურთის წესების დაცვით ჩაგდება დააფიქსირა, მოედანზე სიხარულისგან აჟიტირებული ქუთაისელები გამოცვივდნენ და ჯერ მისალოცად ალმეიდას გამოეკიდნენ, შემდეგ კი თასის მოგებას ერთად ზეიმობდნენ.

არა მხოლოდ გამარჯვების ბურთის გამო – ჟოელ ალმეიდა დამსახურებულად გახდა მატჩის და შესაბამისად თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე. MVP-ის ტიტული მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე მას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა გადასცა. საუკეთესო მოთამაშისთვის 1000-ლარიანი პრიზი საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციამ დააწესა, რომელიც ქუთაისელთა პორტუგალიელ ლეგიონერს ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა გამყრელიძემ გადასცა.

ქუთაისელი კალათბურთელები, მწვრთნელები და გუნდის სხვა წევრები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ სპეციალური მედლებით დააჯილდოვა.  ქუთაისელთა იუბილარ კაპიტანს, გიორგი ბარბაქაძეს, რომელიც ფინალის დღეს 32 წლის გახდა, საქართველოს თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.

სატიტულო მატჩი ისეთი გამოდგა, ფინალს რომ შეეფერება: ძალიან დაძაბული, თანაბარი, ემოციებით გაჯერებული. ოლიმპს სადაო გდებისას ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, დევანტე ფოსტერი დაუშავდა, რომელსაც ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და ის მოედანზე მხოლოდ მეორე ნახევარში დაბრუნდა. დანაკლისის მიუხედავად, დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა შესანიშნავად ჩაატარეს პირველი პერიოდი, რომელიც 22:15 მოიგეს, თუმცა მეორე ათწუთეულში ქუთაისელებმა შეძლეს თამაშის გამოსწორება და ანგარიშიც გაათანაბრეს. ეს ჟოელ ალმეიდას, ლევან გრძელიძისა და გიორგი ბარბაქაძის შორი სროლების წყალობით მოხდა, რის შემდეგაც თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა.

დიდი შესვენებისთვის უკვე ქუთაისელები იგებდნენ – 43:40. ოლიმპი მდევრის როლში აღმოჩნდა, მაგრამ დროებით. ბოლო პერიოდში თავისი საფირმო შორი სროლები წამოიწყო ოლიმპელთა ცენტრმა დონოვან სმიტმა, ვისმა შედეგიანობამაც შედეგი გამოიღო. ოლიმპელები დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა ლიდერი ხშირად იცვლებოდა, თანაბარი ანგარიშიც არაერთხელ დაფიქსირდა და ბოლო წუთზეც თანაბრობა იყო.

ოლიმპს მოგების კარგი შანსი ჰქონდა, რადგან 81:81-ზე შეტევის უფლებას ფლობდა და ახალგაზრდა ლევან ქვარცხავამ სამქულიანი არაზუსტად ესროლა. ქუთაისელებს შესატევად 15 წამი დარჩათ და გადამწყვეტი სროლა საკუთარ თავზე დეჟუან რაითმა აიღო, რომელმაც საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე შორი ორქულიანი ესროლა. ბურთი ოლიმპელთა კალათს ოდნავ შეეხო და ყველაფერი ოვერტაიმისკენ მიდიოდა, თუმცა ალმეიდამ პირით ხაზთან ბურთი მოიხელთა, მყისიერად ესროლა და… თასი ქუთაისში წავიდა.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

დღეს სავსე მთვარეობაა – ვის რა ელის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
15 დეკემბერს, 2024 წლის ბოლო სავსე მთვარე – ასტროლოგის რჩევა
მთავარი

26 სექ­ტემ­ბე­რი ემო­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა - სავ­სე მთვა­რე ვერ­ძის ნი­შან­შია. ეს პე­რი­ო­დი ხში­რად უკავ­შირ­დე­ბა რა­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­მენტს და იმ სა­კი­თხე­ბის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლას, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნა პლან­ზე...

დაწვრილებითDetails

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“. 1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა
მთავარი

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

„ადგილზე საშინელი სურათი იყო“ - სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. „მთავარი ამბების“ ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა. გზად მანქანა გააჩერეს, რის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები...

დაწვრილებითDetails

დუშეთში ორი ადამიანი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჭრილი მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც უწყება...

დაწვრილებითDetails

თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს
მთავარი

ვაკეში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ N54 საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა. "დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"