ქუთაისის თოჯინების თეატრში შაბათსა და კვირას კვლავ პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება ჰანს კრისტიან ანდერსენის ,,მახინჯი იხვის ჭუკი”. დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ნინო მაღლაკელიძე , მხატვარი და თოჯინების ოსტატი ილიკო საჯაია. მონაწილეობენ მსახიობები ჯანეტ ქობულაძე, აბელ სოსელია, ბაქარ დეისაძე, თეა გეგეჭკორი, მანუჩარ ბეგალიშვილი, ნინო შეყლაშვილი ,სერგი ზოსიაშვილი .რეჟისორის თანაშემწე მარინა გაგოშიძე.ტექ რეჟისორი ლეილა დვალიშვილი.
სპექტაკლების დასაწყისი შაბათს 12 სთ და 13. 30 წთ კვირა 13 სთ და 14 სთ 30 წთ ბილეთის ფასი 3 ლარი . შეგიძლიათ შეიძინოთ წარმოდგენამდე 30 წუთით ადრე.