ქობულეთში კორონავირუსით 72 წლის ექიმი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ინფიცირებული ექიმი სახლში მკურნალობდა და ბოლო ოთხ დღეში მისი მდგომარეობა დამძიმდა.
“ექიმი 4 დღის განმავლობაში მკურნალობდა კლინიკაში. მანამდე სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. 72 წლის ქალბატონი შემოვიდა 15 ნოემბერს მძიმე მდგომარებოაში და ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ამ დროისათვის კლინიკაში 60 მდე ინფიცირებული გვყავს, აქედან 10 რეანიმაციაში”,- განაცხადეს ქობულეთის კლინიკაში.