რიკოთზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა – დაშავებულია ბავშვი || არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.
როგორც მთავარს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს










