“ორმაგ სტანდარტს მე არასოდეს ვთამაშობ, არ დამიმალავს, რომ “ქართულ ოცნებას” პატივს ვცემ.
“ქართული ოცნების” პირობებში დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელსაც მე უკვე 8-9 წელია ვხელმძღვანელობ, გახდა ქვეყნის ერთ-ერთი სერიოზული და მოწინავე დაწესებულება. დაუბრუნდა მას ლუგარი, რომელიც წართმეული იყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრი გახლავთ სწორედ წამყვანი და ერთ თვეში გამოქვეყნდება მნიშვნელოვანი შედეგები C ჰეპატიტის ელიმინაციის”, – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.










