LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა”- შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/07/28-ში
A A
16
ნახვა
გაზიარება

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „გორბის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს არის ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს – მონობას ამჯობინებს.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა.

ამომრჩევლების 63%-ს აქვს ნდობა არჩევნების მიმართ, 56,2% კი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს.

ეს არის ქართველი ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს – უცხოს მონობას, ეროვნულ ინტერესს – სხვისი დროშის ფრიალს, სიყვარულს – ზიზღს და ძალადობას ამჯობინებს.

ქართველ ხალხს სურს მშვიდობა და არა ომი, განვითარება და არა ნგრევა, ქვეყნის გამთლიანება და არა შუღლი, ეროვნული ინტერესებით მოქმედება და არა შეშლილი სამყაროს ისტერიაში სხვის მარიონეტად ყოფნა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ამასთან, პაპუაშვილი უშუალოდ პარლამენტის მიმართ ნდობის კუთხით გამოკითხვის შედეგებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიმართ საქართველოს მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც ხელისუფლებას საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მისცა.

როგორც ის აღნიშნავს, ხალხი მხარს უჭერს იმ საკანონმდებლო რეფორმებს, რომელსაც პარლამენტი ბოლო რამდენიმე თვეა ატარებს.

„პარლამენტის მიმართ საქართველოს მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა.

ხალხი მხარს უჭერს იმ საკანონმდებლო რეფორმებს, რომელსაც პარლამენტი ბოლო რამდენიმე თვეა ატარებს. ჩვენი მიზანია, ვიმოქმედოთ ხალხის მიერ მონიჭებული ამ მანდატის შესაბამისად.

ეს ნდობა, ასევე, კიდევ ერთი შეხსენებაა ბრიუსელისთვის, რომ ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს – გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღების წესს, ხალხის ნებას და ხალხის მანდატით მიღებულ კანონმდებლობას. ამის გარეშე ევროკავშირი ევროპა ვერ იქნება“,- წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, „გორბმა“ ტელეკომპანია „იმედის” დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.

გამოკითხულთა 10,7% „ლელო – ძლიერ საქართველოს“ ასახელებს;

10% – „გახარია საქართველოსთვის“;

9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“;

7,5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

3,2% – „გირჩი“;

1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

1,1 % – სხვა პარტიები.

„იმედის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა.

„საველე სამუშაოები: 22 ივნისი – 5 ივლისი. 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).

წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია, როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.

სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით“, – ნათქვამია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ფოთში, 47 წლის ინგა ყა­ლი­ჩა­ვას მკვლელობაში ბრალდებულს, ზაზა კარბაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულმა კარბაიამ სასამართლოზე დუმილი დაარღვია....

დაწვრილებითDetails

ანტალიაში ტორნადოსა და შტორმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ანტალიაში ტორნადოსა და შტორმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
მთავარი

26 ოქტომბერს, თურქეთის სამხრეთით, ანტალიის პროვინციაში ტორნადოსა და შტორმის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება TRT Haber. ანტალიის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი - საავადმყოფოში. „დღეს, პროვინციული...

დაწვრილებითDetails

შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება
მთავარი

შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. კერძოდ, დაბა შორაპანში რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე შენობების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
იმერეთში საარსებო შემწეობას 76 784 ადამიანი იღებს
მთავარი

საქართველოში თითქმის ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამაზე მიუთითებს სოციალური მომსახურებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 219...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა დაიკლებს – ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

საქართველოში უახლოეს დღეებში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში კი შესაძლებელია წვიმა. 28 ოქტომბერს ტემპერატურა კვლავ +17 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება,...

დაწვრილებითDetails

ტურისტების მოსაზიდად გელათი ვერ გადახურეთ და რა აუცილებელია, რომ აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირის გამართვის შესაძლებლობა გვქონდეს? – ფიქრობთ ახალგაზრდობაზე?! – სოფიო ხორგუანი „ქართულ ოცნებას“

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
სოფო ხორგუანი შალვა პაპუაშვილს – გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს? გაემიჯნებით სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო? რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებზე და ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე და თქვენც იმავეზე დგახართ
მთავარი

ტურისტების მოსაზიდად გელათი ვერ გადახურეთ და რა აუცილებელია, რომ აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირის საქართველოში გამართვის შესაძლებლობა გვქონდეს? - ფიქრობთ ახალგაზრდობაზე?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე...

დაწვრილებითDetails

ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის – შემოქავთ წყლისა და გაზის ტარიფის დათვლის ახალი წესი

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის – შემოქავთ წყლისა და გაზის ტარიფის დათვლის ახალი წესი
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შესაძლებლობა ექნება, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყლისა და ბუნებრივი აირის გადასახადი მოხმარებული რესურსის ოდენობის შესაბამისად, დიფერენცირებულად განსაზღვროს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს....

დაწვრილებითDetails

ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავდა ხუთი ადამიანი – უცხოეთი

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
გერმანიაში დაკავებულია 17 წლის მოზარდი, რომელიც შობის დღეებში ტერაქტს გეგმავდა
მთავარი

გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ავტომობილი ხალხში შევარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება....

დაწვრილებითDetails

ანა წითლიძე მოსამართლეებს – მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ, ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და ხალხს, ვისაც ეუბნებოდი, პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედიო, აუხსენი, რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი – ანა წითლიძე ხატია დეკანოიძეს მიმართავს
მთავარი

მე არ გთხოვთ თქვენ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი - ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, გვყავდა ილიაც და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ, ეს...

დაწვრილებითDetails

სოფო ხორგუანი შალვა პაპუაშვილს – გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს? გაემიჯნებით სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო? რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებზე და ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე და თქვენც იმავეზე დგახართ

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
სოფო ხორგუანი შალვა პაპუაშვილს – გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს? გაემიჯნებით სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო? რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებზე და ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე და თქვენც იმავეზე დგახართ
მთავარი

ბატონო შალვა, გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს, რომელმაც თვალი დახუჭა წამებაზე, გაემიჯნებით მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო, გაემიჯნებით შემოქმედებს, იმ ხალხს, ვისზეც იდგა რეჟიმი? ის რეჟიმი იდგა ყველაფრის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"