LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სოფო ხორგუანი შალვა პაპუაშვილს – გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს? გაემიჯნებით სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო? რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებზე და ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე და თქვენც იმავეზე დგახართ

სოფო ხორგუანი შალვა პაპუაშვილს – გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს? გაემიჯნებით სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო? რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებზე და ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე და თქვენც იმავეზე დგახართ

დაპოსტა 2026/10/27-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ბატონო შალვა, გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს, რომელმაც თვალი დახუჭა წამებაზე, გაემიჯნებით მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო, გაემიჯნებით შემოქმედებს, იმ ხალხს, ვისზეც იდგა რეჟიმი? ის რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებზე და ამ პროკურატურის ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე და თქვენც იმავეს აკეთებთ, იმავეზე დგახართ. გაემიჯნეთ! – ასე მიმართა პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

სოფიო ხორგუანმა პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც მიმართა და მოუწოდა, გაემიჯნონ საკუთარ წარსულს და ერთხელ მაინც მიიღონ საქართველოს, მისი ხალხისა და კონსტიტუციის ინტერესების მატარებელი გადაწყვეტილება.

„ვისი ხელით აპირებთ საქართველოში ხალხის მმართველობის დასრულებას და ვინ განიხილავს იმ ანტიკონსტიტუციურ სარჩელს, ვინ მართავს შოუს საკონსტიტუციო სასამართლოში? თქვენ, სარჩელზე ხელმომწერებმა თქვით, რომ რეჟიმი უნდა დაისაჯოს, მაგრამ გამოტოვეთ, რომ რეჟიმი მხოლოდ პოლიტიკური ლიდერები არ არიან, რეჟიმი არის სისტემა, რომელიც დანაშაულს ხელს აფარებს. სისტემა, რომელიც საქმეებს კერავს და სისტემა, რომელიც უკანონო განაჩენებს აყენებს. “ნიუნბერგის პროცესი” შემოიტანეთ ახლა, “ნიუნბერგის პროცესზე” სწორედ ის ადამიანები აგებდნენ პასუხს, ვინც ძალადობრივი სისტემის შემქმნელებიც იყვნენ და ვისზეც ძალადობრივი სისტემა იდგა. რევაზ ნადარაია 2009 წელს გახდა მოსამართლე „ნაცმოძრაობის“ დროს და 2009 წლის ოქტომბერში მან გაასამართლა მოქალაქე ამნისტირებული მუხლით. თქვენ ეს იცოდით, მაგრამ მაინც დანიშნეთ უვადო მოსამართლედ 2021 წელს. იცოდით, იმიტომ, რომ 2013 წელს პროკურატურაში სწორედ ამ საქმეზე დაიბარეთ. მაშინ ხომ არ მიიღეთ მისგან მორჩილების პირობა? სერგო მეთოფიშვილი, ასევე, იყო „ნაცმოძრაობის“ დროს პროკურორი წლების განმავლობაში, შემდეგ მოსამართლე და კოლეგიის ხელმძღვანელიც კი. 2012 წლის შემდეგ, თქვენი მისი ბიოგრაფია, მისი კარიერა გააგრძელეთ, დააწინაურეთ და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეც კი იყო. იცით რა განაცხადა მან, რომ ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგებოდა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას. რატომ? კეთილსინდისიერება არ არის მოსამართლეებისთვის ღირებულება და მნიშვნელოვანი? სერჟანტი როინ შავაძე ბათუმში დღისით, მზისით დააკავეს, შემდეგ საათობით აწამებდნენ და წამებაში შემოაკვდათ კუდ-ის თანამშრომლებს, შემდეგ ზურგიდან დაცხრილეს და დააგდეს ქობულეთის გზაზე. როინ შავაძის დაგლეჯილი, ნატანჯი სხეულის ფოტოები ახლაც თვალწინ მიდგას სახალხო დამცველის ოფისში რომ მოგვიტანეს. შარმანაშვილმა თქვა, დიდი ამბავიო სახალხო დამცველის ოფისში თუ მუშაობდიო. რა თქმა უნდა, მისთვის ეს დიდი ამბავი ვერ არის, მისთვის დიდი ამბავი მხოლოდ ის არის, რომ სკამზე იჯდეს, თანამდებობა ჰქონდეს და ნებისმიერ მჩაგვრელს გაამართლებს. და იცით, რომ აჭარის პროკურორმა, ვასილ როინიშვილმა, ვერ დაინახა დაგლეჯილი და ნაწამები როინ შავაძის სხეული, რომელიც დღეს არის ის მოსამართლე, საკონსტიტუციოში, რომელმაც მე უნდა ამკრძალოს, ჩვენ უნდა აგვკრძალოს როგორც „ნაცების“ ნაწილი. თქვენ ამბობთ, რომ შავაძის საქმე არის მტკიცებულება, მაგრამ რეალურად ამ საქმეს ის ხალხი იხილავს, ვინც პირდაპირ იყო შემოქმედი. ბატონო შალვა, გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს, რომელმაც თვალი დახუჭა წამებაზე, გაემიჯნებით მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ შავაძე მოღალატე იყო, გაემიჯნებით შემოქმედებს, იმ ხალხს, ვისზეც იდგა რეჟიმი? ის რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებზე და ამ პროკურატურის ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე და თქვენც იმავეს აკეთებთ, იმავეზე დგახართ. გაემიჯნეთ! მაშინ მეც მაქვს უფლება დაგიძახოთ, რომ თქვენ ხართ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

და ბოლოს, მინდა მივმართო მოსამართლეებს, თქვენ გაქვთ შანსი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში საწინააღმდეგო ვნახეთ, რომ თქვენს წარსულს გაემიჯნოთ და ერთხელ მაინც მიიღოთ გადაწყვეტილება სინდისიერად, საქართველოს, ხალხის, კონსტიტუციის დაცვით. იმიტომ, რომ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, საქართველოს ხალხი მაინც გაიმარჯვებს და მაინც მიიღებს სამართლიან სახელმწიფოს, მაგრამ თქვენი როლი, როგორც რეჟიმის, მჩაგვრელების, მწამებლების საყრდენის, დარჩება ისტორიას. ამიტომ, მოგიწოდებთ, გაემიჯნეთ საკუთარ წარსულს და გაემიჯნეთ გადაწყვეტილებებით“.- განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

„ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული“ – პაპუაშვილი ხორგუანს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

პარლამენტის სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა რევაზ ნადარაიას მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის საკითხი და როინ შავაძის მკვლელობის საქმე გაიხსენა. სოფიო ხორგუანმა პაპუაშვილს ჰკითხა, ემიჯნება თუ არა ვასილ როინიშვილს, რომელიც, მისი თქმით, შავაძის...

დაწვრილებითDetails

ზურაბ ადეიშვილი ერთხელ მყავს ნანახი, როგორ შეიძლება, მისი ნამოქმედარის გამო, მე ამიკრძალო პოლიტიკური საქმიანობა და მისი დასაყრდენი, ვასილ როინიშვილი ამ დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს? – ანი წითლიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
2012 წელს ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებდა, რომ თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა, აიძულებდნენ, რომ დაეთმოთ – ანი წითლიძე
მთავარი

ვასილ როინიშვილი, წლების განმავლობაში, ზურაბ ადეიშვილის უშუალოდ საკადრო დასაყრდენი იყო. როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი ლოგიკა იმაში, რომ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, მისი ნამოქმედარის გამო, ამიკრძალო მე პოლიტიკური...

დაწვრილებითDetails

სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია – 2 არასრულწლოვანი შვილის მამას, თემურ თანდაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია – 2 არასრულწლოვანი შვილის მამას, თემურ თანდაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

47 წლის თემურ თანდაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მას ხორხის მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს და ოჯახის ცნობით, საზღვარგარეთ გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება ესაჭიროება, რაც დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. "ჩემს ძმას თემურ თანდაშვილს...

დაწვრილებითDetails

2012 წელს ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებდა, რომ თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა, აიძულებდნენ, რომ დაეთმოთ – ანი წითლიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
2012 წელს ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებდა, რომ თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა, აიძულებდნენ, რომ დაეთმოთ – ანი წითლიძე
მთავარი

2012 წელს „ქართული ოცნება“ კოალიციური გაერთიანებით მოვიდა ხელისუფლებაში. ამ პერიოდში, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რომ თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა, მათ ამის გაკეთება მაინც მოუწევდათ და აიძულებდნენ,...

დაწვრილებითDetails

გიორგი შარაშიძე ირაკლი კირცხალიას – არ მაინტერესებს, „ნაცებს“ რას ედავებით, მე მაინტერესებს, ჩვენ რას გვედავებით! კეთილი ინებეთ და ჩვენს დანაშაულებზე გვესაუბრეთ! – აქ ყველა თქვენგანის პასუხისმგებლობაა, კითხვაც რომ არ დაგისვამთ, რაზე აწერდით ხელს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

მე არ მაინტერესებს, „ნაცებს“ რას ედავებით, მე მაინტერესებს, ჩვენ რას გვედავებით, რადგან ჩვენი პოლიტიკური პარტია ბოლოს დაამატეთ სრულიად ხელოვნურად ამ აბსურდულ სარჩელს, - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,...

დაწვრილებითDetails

საია – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების გაუქმება უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევა და მხოლოდ წონადი საფუძვლების არსებობისას შეიძლება გამართლდეს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა
მთავარი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აღნიშნავენ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების გაუქმება...

დაწვრილებითDetails

სიმსივნის 7 ადრეული სიმპტომი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ექვსი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას – ახალი კვლევა
მთავარი

ონკოლოგიური დაავადებები ხშირად საწყის ეტაპზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომების გარეშე ვითარდება. თუმცა არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე შეიძლება მიუთითებდეს და ექიმთან კონსულტაციას საჭიროებდეს. სპეციალისტების განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს...

დაწვრილებითDetails

პარტიების აკრძალვის სარჩელის მთავარი შინაარსი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო ჯარის დაკანონება და მტრისთვის ჩვენი ისტორიული მიწების ჩაბარება – ეს ყველამ უნდა იცოდეს – გიგა ლემონჯავა

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
პარტიების აკრძალვის სარჩელის მთავარი შინაარსი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო ჯარის დაკანონება და მტრისთვის ჩვენი ისტორიული მიწების ჩაბარება – ეს ყველამ უნდა იცოდეს – გიგა ლემონჯავა
მთავარი

ეს არის რუსული, ღალატის პროცესი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ კონსტიტუციური სარჩელის მთავარი შინაარსი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო ჯარის დაკანონება და მტრისთვის ჩვენი ისტორიული მიწების ჩაბარება, - ამის...

დაწვრილებითDetails

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელზე სასამართლო სხდომა განახლდა

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელზე სასამართლო სხდომა განახლდა. სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და დღეს პროცესი „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით გრძელდება. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21...

დაწვრილებითDetails

საერთაშორისო აზარტული ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის, ეს სპორტული შეჯიბრებაა – შოთა ბერეკაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
საერთაშორისო აზარტული ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის, ეს სპორტული შეჯიბრებაა – შოთა ბერეკაშვილი
ეკონომიკა

საერთაშორისო აზარტული ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სპორტული შეჯიბრებაა და ასეთი შეჯიბრება ტარდება ბარსელონაში, მადრიდში, რომში და ევროპის არაერთ ქალაქში, - ეს განმარტება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"