ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად დაშავებული 8 ადამიანი თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მათი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ერთ-ერთ პაციენტს სხეულის 60% აქვს დამწვარი.
ტრაგედია ტყიბულის შახტში დატრიალდა. შემთხვევის შედეგად, 52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ჭაბუკა სოფრომაძე უმძიმესი დაზიანებებით, კლინიაკში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.