LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა სკანდალში ეხვევა სოციალურ ქსელი TikTok საქართველოსთან მიმართებაში

ტიკტოკის უარყოფითი გავლენა მოზარდებზე – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

დაპოსტა 2021/06/08-ში
A A
411
ნახვა
გაზიარება

TikTok-ი – სოციალური ქსელი, რომლის მომხმარებელთა ძირითად ნაწილსაც მოზარდები შეადგენენ. ეს არის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს 15 წამიანი ვიდეოს გადაღებისა და მასზე სასურველი სიმღერის, მუსიკისა თუ დიალოგის სინქრონიზების შესაძლებლობას აძლევს.

 

TikTok-ი გასართობი პლატფორმაა, თუმცა ამ ონლაინ სივრცეში არსებობს უამრავი უხილავი საფრთხე, რომლის წინაშეც შესაძლოა მოზარდი დადგეს.

 

სოციალურ ქსელში ხშირია კიბერბულინგი და სიძულვილის ენა, რომელიც მოზარდების ფსიქიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

 

ფსიქოთერაპევტები თვლიან, რომ მოზარდებში ეს 21-საუკინის ახალი გამოწვევაა, რომელიც საკმაოდ მძიმე შედეგებს იძლევა.

 

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი ნია ჭინჭარაული “რუსთავი 2-თან” TikTok-ზე საუბრობს, სოციალურ ქსელზე, რომელმაც შესაძლოა მოზარდი პიროვნულ აშლილობამდე და სხვა ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს.

 

“”ტიკტოკის” თემა მე, როგორც თერაპევტს ძალიან მაშინებს, რადგან 10-დან 8 მოზარდს ძალიან დიდი დოზით აქვს “ტიკტოკი” შემოყვანილი.

 

სწორედ ამ სოციალური ქსელიდან აქვთ შექმნილი თვითშეფასება, სტანდარტები, რომელიც “ტიკტოკზე” არსებობს, ამაზე ამახვილებენ ყურადღებას. თუ ამ სტანდარტებს ვინმე არ შეესაბამება, იწყება ბულინგი და ემპათია საერთოდ უქრებათ. ამ სტანდარტებით აფასებენ ერთმანეთს და ამას ძალიან მძიმე შედეგებამდე მივყავართ.

 

მე სეანსების პროცესში ამას ბავშვებისგან უფრო ხშირად ვისმენ ვიდრე მშობლებისგან, რადგან მათ არ აქვთ წვდომა და ინფორმაცია, რას აკეთებენ თავიანთი შვილები.

 

გაცილებით აქტიურია 10-12 წლის ბავშვებში ეს ბულინგი და აქედან გამოწვეული სტრესი, რადგან ეს არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი.

 

ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც გავლენის მოხდენა ძალიან მარტივია და ასეთ დროს კარგავენ საკუთარ თავს და ხელმძღვანელობენ სტანდარტებით, რომელსაც აწვდის ეს “ტიკტოკი”,” – აღნიშნა ფსიქოთერაპევტმა.

 

როგორ მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე სიძულვილის ენა და კიბერბულინგი?

 

“არიან ბავშვები, ვისზეც ეს სიძულვილის ენა ნაკლებად მოქმედებს, მაგრამ უმეტესად სავალალო შედეგებამდე მივყავართ ამ სოციალურ სივრცეს.

 

ძალიან ხშირია, როდესაც ამით ვითარდება პიროვნული აშლილობები, შფოთვითი აშლილობა, რის შემდეგადაც სჭირდებათ ფსიქიატრის ჩარევა და შემდეგ ანტიდეპრესანტები.

 

თუ მოზარდი მოწყვლადი ფსიქიკისაა, შესაძლოა სუიციდამდეც კი მივიდეს.

 

ეს ის ასაკია, როდესაც საკუთარი თავის აღქმა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და ამას მივყავართ ფატალურ შედეგებამდე. ყველაფერი მათთვის, ყველა სიტყვა გაცილებით უფრო მძაფრი და მტკივნეულია.

 

არ მინდა ვიყო ძალიან რადიკალური, მოზარდი ისედაც ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და ტიკ-ტოკის გარეშეც ძალიან უჭირთ მოზარდებს. ეს არის სათუთი ასაკი, სადაც თუ არ არის მშობლის მხარდაჭერა და მხოლოდ გარედან იღებს ემოციებს და ეს ემოციები ცუდია, შეიძლება მძიმე შედეგები დადგეს,” – აღნიშნა ნია ჭინჭარაულმა.

 

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, მშობლები საქმის კურსში იყვნენ და იცოდნენ, რით არის მოზარდი დაკავებული და რამდენად ჯანსაღად ატარებს დროს სოციალურ ქსელში.

 

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდებს უცხო პირთა გავლენით ინტიმური ფოტოები გაუგზავნიათ და ეს მათი დაშინების, შანტაჟის მიზეზი გამხდარა, რაც უკეთეს შემთხვევაში, მოზარდის ფსიქიკას საგრძნობლად აზიანებს.

 

TikTok-ი 2017 წელს ჩინეთში შეიქმნა და მას შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის, საქართველოშიც, უამრავი მომხმარებელი ჰყავს.

 

2018 წელს “ტიკტოკი” იმ მობილურ აპლიკაციებს შორის მოხვდა, რომლებიც ყველაზე მეტჯერ გადმოწერეს, სულ 45,8 მილიონმა ადამიანმა. ბოლო მონაცემებით “ტიკტოკს” 800 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

 

TikTok-ში ატვირთული ვიდეოების გაზიარება შესაძლებელია სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მათ შორის, “ფეისბუქსა” და “ინსტაგრამზე”.

Rustavi2.ge

გაზიარება164

დაკავშირებული -პოსტები

საქართველო ვერ მიაღწევს რაიმე პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ ის არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას – ევროპარლამენტი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანების მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები
მთავარი

ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.   დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
იმერეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია ხონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში - მათხოჯში, გოდოგანსა და წაქვაში, მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში...

დაწვრილებითDetails

ცნობილია „თეატრალური იმერეთი“-ს განრიგი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
მესხიშვილის თეატრი მსახიობთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
კულტურა

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ იწყება.  ფესტივალი 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება  და მთელს რეგიონს მოიცავს. უკვე ცნობილია ფესტივალის განრიგი: 24 ივნისი 📍 ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიული სახელმწიფო დრამატული...

დაწვრილებითDetails

ელენე ხოშტარიას დედა ივანიშვილს მიმართავს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ელენე ხოშტარიას დედა ივანიშვილს მიმართავს
მთავარი

"როგორც არასოდეს ისე მინდა მიწვდეს ჩემი ხმა ბიძინა ივანიშვილს! ელენეს ტყუილად დაჭერისთვის და  მისი ჯანმრთელობის გაუარესებისთვის ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!" - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას  დედა,...

დაწვრილებითDetails

პირდაპირ ნაგავში წვანან მოხუცი დედა- შვილი, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა – აკა სინჯიკაშვილი დახმარებას ითხოვს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
პირდაპირ ნაგავში წვანან მოხუცი დედა- შვილი, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა – აკა სინჯიკაშვილი დახმარებას ითხოვს
მთავარი

პირდაპირ ნაგავში წვანან მოხუცი დედა- შვილი, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა - აკა სინჯიკაშვილი დახმარებას ითხოვს: "სასწრაფოდ, დღესვე მჭირდება მოხალისეები და ექიმი. საშინელება დამხვდა. არ დაგეზაროთ რა.დამირეკეს, ახლა მოვედი და პირდაპირ ნაგავში...

დაწვრილებითDetails

1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
როგორ უნდა მოიქცეთ თუ გველმა გიკბინათ
მთავარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს, როგორ უნდა დაიცვას მოსახლეობამ თავი და რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ გველმა უკბინა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ახალგაზრდა ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა
მთავარი

გარდაბანში სასწრაფო დახმარების ერთ-ერთმა ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი სასწრაფოს მანქანაში ამშობიარეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს. „გარდაბნის რაიონული სამსახურის სოფელ გამარჯვების ფილიალის მე-4 ბრიგადისთვის მორიგი გამოძახება განსხვავებულია. ლოზუნგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მომავლის აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
საქართველოს მომავლის აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მომავლის აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "საქართველოს მომავლის აკადემიის გუნდი დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ გიგა დარსაველიძის გარდაცვალების გამო. გიგა დარსაველიძე იყო ჩვენი პროექტის ფენიქსის ორდენის კატო მიქელაძის ნაკადის ძალიან მხიარული და...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება
მთავარი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზების, დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
,,ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას” – სააკაშვილი
მთავარი

დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი - აღნიშნულის შესახებ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"