LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი

“სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში ერთი და იგივეა, ხარისხია განსხვავებული” – კობახიძე

დაპოსტა 2026/10/20-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება, რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში არის ერთი და იგივე, ხარისხი არის განსხვავებული. რუსეთთან უნდა ვისაუბროთ იმისათვის, რომ ოკუპაციის შესახებ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ. ანალოგიურად ევროპულ სტრუქტურებსაც უნდა ვესაუბროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკულ განცხადებებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებებს ისევე აკეთებს რუსეთზე, როგორც ევროკავშირის ჩარევაზე საქართველოს შიდა საკითხებში, რადგან „ორივე მათგანი საქართველოს სუვერენიტეტში ერევა“, უბრალოდ მასშტაბი განსხვავებულია.

„ჩვენ უამრავი განცხადება გვაქვს გაკეთებული რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე საპასუხოდ. უამრავჯერ გავაკეთეთ განცხადება და უამრავჯერ დავგმეთ რუსეთის პოზიცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, მთავარი საკითხი არის, რა თმა უნდა, ოკუპაციის საკითხი. უამრავი განცხადება აქვს გაკეთებული მათ შორის, საგარეო სამინისტროს რუსეთის განცხადებებთან დაკავშირებით.

შიდა საქმეებში ჩარევაა მათ შორის, როდესაც ე.წ. არჩევნებს ეხმაურებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ესეც ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევაა, რადგან როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი არის ჩვენი შიდა საქმე. ეს არის ჩვენი ტერიტორიები და ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ შიდა საქმეებში ერევა რუსეთი ჩვენ შესაბამის განცხადებებს ვაკეთებთ და ანალოგიურად, როდესაც ევროპული სტრუქტურები ერევიან ჩვენ შიდა საქმეებში, ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის გამოწვევებია, მაგრამ სულისკვეთება არის იგივე: ორივე ქვეყანას უნდა ჩვენ სუვერენიტეტსა და საქმიანობაში ჩაერიოს. სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება, რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში არის ერთი და იგივე, ხარისხი არის განსხვავებული, რადგან ერთ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც სრულიად სხვა მასშტაბის პრობლემაა, მაგრამ სუვერენიტეტში ჩარევა არის სუვერენიტეტის პრობლემა.

იმედი გვაქვს, რომ ეს სულისკვეთება შეიძლება შეიცვალოს ევროკავშირის მხრიდან, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან. თუ გადახედავენ საკუთარ პოზიციებს ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ რუსეთთანაც ვისაუბროთ თუ ეს სულისკვეთება შეიცვლება. ევროპულ სტრუქტურებზეც იგივეა, თუ ისინი საკუთარ სულისკვეთებას შეიცვლიან. ამ მოცემულობითაც ვესაუბრებით მათ, უბრალოდ ისინი არ გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს მათ სულისკვეთებას. ვესაუბრებით, რადგან ჩვენ მივაღწიოთ სულისკვეთების ცვლილებას საქართველოსთან მიმართებაში. რუსეთთანაც უნდა ვისაუბროთ იმისათვის, რომ ოკუპაციის შესახებ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ. ანალოგიურად ევროპულ სტრუქტურებსაც უნდა ვესაუბროთ იმისათვის, რომ საკუთარ ანტი სუვერენიტეტულ პოლიტიკას გადახედონ საქართველოსთან მიმართებაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი
მთავარი

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, "პირველებთან" ყვება, რომ პატიმარი სასტიკად არის ნაცემი. იურისტის თქმით, ფეიქრიშვილს სახის ძვლები და 4 ნეკნი აქვს მოტეხილი. ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს მისივე საკანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდი...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ვეტერანი ხელბურთელის რატი მსხვილიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
გარდაიცვალა ვეტერანი ხელბურთელის რატი მსხვილიძე
მთავარი

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელისა და მწვრთნელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალებას. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში...

დაწვრილებითDetails

“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

დარწმუნებული ვარ, რომც არ აიკრძალოს არცერთი პარტია, ევროკავშირი ჩვენ მიმართ რიტორიკას არ შეცვლის - არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“...

დაწვრილებითDetails

” ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ, კაცო?! ” – ირაკლი ქადაგიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
ისტორიულად მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა – ირაკლი ქადაგიშვილი
მთავარი

ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით - ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და ამ დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ,...

დაწვრილებითDetails

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილოს

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
მთავარი

პარტიამ, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რითაც მოითხოვა, რომ პარტიის - „გახარია-საქართველოსთვის“ კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ გამოიყოს და ცალკე განიხილოს. აღნიშნულის შესახებ პარტიაში - „გახარია საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა. „ჩვენმა...

დაწვრილებითDetails

გურჯაანში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
გურჯაანში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბავშვებში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მთავარი ამბები" კახეთიდან ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსაზრდელების დაინფიცირების გამო, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ჯგუფი დროებით დაიკეტა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგის, მარინა...

დაწვრილებითDetails

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა – ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას – დიდი ბრიტანეთის საელჩო
მთავარი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა ამ წუთებში იწყება, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ადგილზე უკვე გამოჩნდნენ "ლელო - ძლიერი საქართველოს"...

დაწვრილებითDetails

არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს – მანანა კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს – მანანა კობახიძე
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მანანა კობახიძე მოსამართლის მანტიის დატოვების გადაწყვეტილებას პირველად განმარტავს. როგორც მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ის იმ პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის განხილვა იწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის თაობაზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, 21,22 და 23 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა. 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ დედას შეატყობინა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"