LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩინეთიდან შემოსულ გოგონას კორონავირუსი არ აქვს

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს – პაატა იმნაძე

დაპოსტა 2020/03/17-ში
A A
687
ნახვა
გაზიარება

“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე “2020NEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კომპანია “გილიარდისგან“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, თუმცა ჩვენი ქვეყანა ეპიდემიას მომზადებული ხვდება.

ამასთან, როგორც იმნაძემ სააგენტოსთან განაცხადა, საქართველოში უკვე მოქმედებს საგანგებო მდგომარების პირობებში არსებული შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.

-ბატონო პაატა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 35 შემთხვევა დადასტურდა. იძლევა თუ არა ეს მონაცემები განგაშის საფუძველს და რა რაოდენობით ელოდებით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას?

-მატებას ვერ აცდება ვერც საქართველო და ვერცერთი სხვა ქვეყანა. ასე რომ, ინფიცირების შემთხვევების მატებას ველოდებით. ჩვენი მთვარი ამოცანა არის ის, რომ ეს მატება მიმდინარეობდეს ნელი ტემპით და გავრცელება იყოს კონტროლირებადი.

-საქართველოში არსებული ვითარება და მოსალოდნელი პროგნოზები, აჩენს თუ არა საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს?

-საგანგებო მდგომარეობა ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა მაშინ, როცა სიტუაცია კონტროლიდან იყო გამოსული. ჩვენთან, ის ყველაფერი, რაც საერთოდ კეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გაკეთდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ის განკარგულებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფელებამ გასცა, სხვა ქვეყნებში გაიცემა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს.

საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით ეკიდება რეკომენდაციებს. ჯერჯერობით, შემიძლია, ასე ვთქვა, საქართველოში არის საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ჩემი სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიში უკვე ორი თვეა მუშაობს.

კიდევ უამრავი ჩემნაირი სამსახური დიდი ხანია საგანგებო მდგომარეობაში მუშაობს. სწავლის შეწყვეტა, თავშეყრის ადგილებზე შეკრებების აკრძალვა და ა.შ. საგანგებო მდგომარეობის ნაწილებია. ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი უკვე კეთდება, წინსწრებით გაცილებით ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენ უნდა დავასწროთ და არა მივყვეთ მოვლენებს.

-როგორც ვიცით, რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. რამდენ ხანში იქნება საზოგადოებას ვაქცინით სარგებლბის უფლება დაშვებული?

-ინდოეთი, ჩინეთი, ამერიკა, საფრანგეთი, ბრიტანეთი – ევროპის ყველა წამყვანი ქვეყანა ვაქცინაზე მუშაობს. ვაქცინების გამოცდა ადამიანთა ჯგუფზე უკვე დაიწყო და ამ კვლევებში ჩართვა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ ვაქცინა ბაზარზე მოხვდეს, არანაკლებ ერთი წელიწადი, წელიწად-ნახევარია სჭირდება. ეს არის ყველაზე ნაკლები დრო იმისათვის, რომ ვაქცინა, გამოცდის დაწყებიდან, ბაზრზე მოხვდეს. საქართველოში ვაქცინაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. ვაქცინაზე მუშაობენ მძლავრი ქვეყნები, როლებსაც აქვთ ვაქცინების განვითარებული ინდუსტრია. საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა, რომელსაც ვაქცინების ინდუსტრია არა აქვს, მსოფლიოში რამდენიმეა.

 -შეესაბამება თუ არა რელობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი 30 გრადუს ტემპერატურაზე ქრება?

-არა, რადგან ტროპიკული სარტყელის ქვეყნებში და მითუმეტეს, სახრეთ ნახევარსფეროსა და ავსტრალიაში, სადაც ზაფხულია, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსის გადაცემა მოხდა. ავსტრალიაში ვირუსი ფართოდ არ გავრცელებულა, ამიტომ იმის იმედი, რომ სითბოში და ზაფხულში უფრო ნაკლები იქნება ვირუსის გადაცემა, შეიძლება, გვქონდეს. მაგრამ ის, რომ ზაფხულში ვირუსი საერთოდ არ გავრცელედება, ამის იმედი არა გვაქვს.

-საქართველოში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა, ასევე, დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა სხვა პაციენტებზეც. რა მეთოდით მკურნალობენ ქართული მედიკოსები დაავადებულებს?

-პროტოკოლი მთელ მსოფლიოში ერთი და იგივეა. ქართველი, ჩინელი და იტალიელი ექიმები ამ ავადმყოფებს ყველა ერთნაირი პროტოკოლით მკურნალობენ. ვირუსული პნევმონიის დროს მიმდინარეობს არასპეციფიური მკურნალობა. ორგანიზმში რა ცვლილებებიც ხდება, იმას ვასწორებთ.

საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მსოფლიოს ყველა ქვეყანა დაავადებულებს ერთნაირად მკურნალობს. ჯერ არ არსებობს დაავადების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი. არსებობს მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა. გამოცდები მიდის სხვადასხვა პრეპარატის, მათ შორის, ებოლასი, შიდსის, მალარიის და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩანს კოპანია “გილიარდის“ მიერ შექმნილი ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი.

“გილიარდი“ საქართველოს დიდი მეგობარი კომპანიაა, რომლიც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს უფასოდ გვაწვდის. ახლა აშშ-სა და ჩინეთში “გილიარდის“ წამლის გამოცდა მიმდინარეობს. ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატი მკურნალობისთვის დაშვებული იქნება, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს.

2020news.ge

გაზიარება592

დაკავშირებული -პოსტები

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“. 1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა
მთავარი

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

„ადგილზე საშინელი სურათი იყო“ - სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. „მთავარი ამბების“ ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა. გზად მანქანა გააჩერეს, რის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები...

დაწვრილებითDetails

დუშეთში ორი ადამიანი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჭრილი მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც უწყება...

დაწვრილებითDetails

თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს
მთავარი

ვაკეში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ N54 საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა. "დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან,...

დაწვრილებითDetails

სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. - ინფორმაციას გვერდი  "ამბები ქუთაისიდან" ავრცელებს. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. სკოლაში 90 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ამ დროისთვის ონლაინრეჟიმში სწავლობენ. განიხილება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"