„როგორც დევნილს, რომელმაც დიდი უსამართლობა იწვნია, ყველაზე მეტად მინდა მშვიდობა ჩემი ხალხისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილი ამბობს, შეთანხმების დროს უნდა არსებობდეს ელემენტარული გარანტიები.
„მე ჩემს ხალხს ძალიან დიდი პატივს ვცემ. ძალიან მაგარი რაღაც მოხდა, რომ ამათ აღიარეს რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობა. სათითურები სადამდე უნდა გვეთამაშოს ივანიშვილმა, ჩვენ სულელები ხომ არ ვართ? სრული დებილები ხომ არ ვართ? არ ვართ. აქედან გამომდინარე, ელემენტარული გარანტიები თუ არ დაიდო, ყველა უნდა დავფიქრდეთ.
ამიტომ მე მინდა, როგორც დევნილს, რომელმაც დიდი უსამართლობა იწვნია ბოლო წლებში, როგორც ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ შემქმნელს, რომელსაც უზურპატორი მოეპყრა ისე, როგორც მოეპყრა, ყველაზე მეტად მინდა მშვიდად გადასვლა ჩემი ხალხისთვის, რადგან მე მიყვარს ჩემი ხალხი“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.










