LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი დამოკიდებულია იმაზე, რა იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია – ახალი წლის მერე ველოდები ნისლის მოშორებას, საით მიდის პროცესი – გია ხუხაშვილი

„პოლიტიკურ საბოტაჟს „ენგურზე“ ვერ გამოვრიცხავ – რუსეთს ყველა ბერკეტი აქვს, რომ საქართველოში „ლოქდაუნი“ მოაწყოს“ – გია ხუხაშვილი

დაპოსტა 2026/07/25-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

„პოლიტიკურ საბოტაჟს რუსეთის მხრიდან არ გამოვრიცხავ; „ლოქდაუნმა“ დიდწილად გადაფარა სასანქციო პოლიტიკა“ – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ელექტროენერგიის წყვეტის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, რუსეთს ყველა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ ნებისმიერ „საჭირო“ მომენტში, თუ რაღაც არ მოეწონა, საქართველოში „ლოქდაუნი“ მოაწყოს.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის წყვეტა შესაძლოა, იყოს მოდელირება იმისა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთთან მიმართებაში არ გააგრძელებს აქამდე არსებულ პოლიტიკას.

„შესაძლოა, მიზეზი იყოს პოლიტიკური, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში არანაირი კომენტარი არ კეთდება. შეუძლებელია, რომ სისტემის მენეჯმენტმა რეალური მიზეზები და სუსტი ადგილი, საიდანაც ჯაჭვური რეაქცია განვითარდა, არ იცოდეს.

მოგეხსენებათ, რომ გუშინ სანქციები დაწესდა ევროკავშირის მხრიდან და სასანქციო სიაში შეყვანილია ქართული სუბიექტები – საუბარია არამხოლოდ ყულევზე, არამედ კრიპტობაზარზე მოვაჭრე კომპანიებზე, რომლებიც არანაკლებ სერიოზული საკითხია. გარდა ამისა, აშშ-ში გარკვეული საგამოძიებო პროცესი დაიწყო ჩინეთის და რუსეთის გავლენების თაობაზე საქართველოში.

„ეს შესაძლოა, იყო მოდელირება სიტუაციის, რა შეიძლება გველოდებოდეს“

ეს არის ის არგუმენტები, რითაც დასავლეთი აწარმოებს თავის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთმა ამის პარალელურად კონტრარგუმენტი დადო, რა ბერკეტები აქვს საქართველოში. სხვათა შორის, ზოგიერთი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის კომენტარებში გამოჩნდა კიდეც ეს ყველაფერი, რომ, „აი, რა გველოდება, ჩაბნელდა და პანიკაში ჩავარდა ხალხი, ბომბები რომ ჩამოცვენილიყო რა მოხდებოდაო“ – ამაზე გაკეთდა მათი მხრიდან აქცენტები.

პოლიტიკურ საბოტაჟს რუსეთის მხრიდან არ გამოვრიცხავ. გარდა ამისა, „ლოქდაუნმა“ დიდწილად გადაფარა სასანქციო პოლიტიკა. პოლიტიკურ საბოტაჟს „ენგურზე“ ვერ გამოვრიცხავ და არამხოლოდ ენგურზე, შიდა სისტემებიც ძირითადად რუსეთის მხრიდან არის კონტროლირებადი. რუსეთს ყველა ბერკეტი აქვს, რომ ნებისმიერ საჭირო მომენტში, თუ რაღაც არ მოეწონათ, საქართველოში „ლოქდაუნი“ მოაწყოს. ეს არის იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი, რასაც ატარებს ხელისუფლება.

ეს შესაძლოა, იყო მოდელირება სიტუაციის, რა შეიძლება გველოდებოდეს, თუ არ გავაგრძელებთ რუსეთთან იგივე პოლიტიკას, რასაც დღემდე ვაწარმოებთ. ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ 24 საათის განმავლობაში ხელისუფლება არაფერს გვეუბნება, ეს იმას ნიშნავს, რომ მიზეზი პოლიტიკურად არაკომფორტულია ხელისუფლებისთვის სალაპარაკოდ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, 24 და 25 ივლისს, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

დღეს “ენგურჰესის” დირექტორმა, ლევან მებონია განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა “იმერეთის“ 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმდა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. გამომწვევი მიზეზების შესვლა ასევე დაიწყო  სემეკმა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო – სუს

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. კერძოდ, უწყების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის შენობა ქუთაისში დაუცდის ღირსეულ დეპუტატებს, რომლებიც ახალ საქართველოს ააშენებენ – ნუგზარ კოხრეიძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
პარლამენტის შენობა ქუთაისში დაუცდის ღირსეულ დეპუტატებს, რომლებიც ახალ საქართველოს ააშენებენ – ნუგზარ კოხრეიძე
მთავარი

ქუთაისში სამოქალაქო სექტორი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას ეხმიანება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებიტ სოციალურ ქსელში “RICDOG”-ის  თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე წერს: "რადგან “ქართულმა ოცნებამ” ამდენი რესურსი დაახარჯა ეგრეწოდებულ ტექნოლოგიურ ჰაბს, ესეიგი პროექტი...

დაწვრილებითDetails

ზღვაში სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა იპოვეს- დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

მახინჯაურში, ზღვაში ნაპოვნი, სავარაუდო, საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის...

დაწვრილებითDetails

იმ გზაზე, სადაც მთელი ცხოვრება დადიოდი, რა დაგემართა – სამტრედიაში ახალგაზრდა კაცს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
იმ გზაზე, სადაც მთელი ცხოვრება დადიოდი, რა დაგემართა – სამტრედიაში ახალგაზრდა კაცს გლოვობენ
მთავარი

როგორ მენანები... სული მეწვის შენი საცოდაობით“ – სამტრედიაში ავარიის შედეგად გარდაცვლილ 38 წლის გიორგი ოჩხიკიძეს გლოვობენსამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 38 წლის გიორგი ოჩხიკიძეს ახლობლები და მეგობრები ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.„ჩვენი...

დაწვრილებითDetails

დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს, შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ – გამოვლენილია პირამიდული სქემა PCDAI

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს, შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ – გამოვლენილია პირამიდული სქემა PCDAI
მთავარი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” მომხმარებლებს კიდევ ერთი პირამიდული სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, კომპანია PCDAI სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ყალბ შეთავაზებებს. თაღლითები მოქალაქეებს დასაქმებას და...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ და როგორ მოიქცეთ, თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დღეს კიდევ ერთხელ გაეთიშა.   საქართველოს რამდენიმე ქალაქს, მათ შორის დედაქალაქს ელექტროენერგია რამდენიმე საათი არ მიეწოდება. ელექროენერგია გაითიშა ქვეყნის მასშტაბით  24 ივლისსაც.  ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩა №139-ში მშენებლობის საქმეზე დაკავებული არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩა №139-ში მშენებლობის საქმეზე დაკავებული არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები
მთავარი

დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები – კ.კ.-ს და კ.ა.-ს ხელბორკილები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაადეს. საქმე 4 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ეხება. ფინანსთა სამინისტრის საგამოძიებოი სამსახურის ცნობით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო...

დაწვრილებითDetails

ესენი რომ არ წასულიყვნენ მე ვფიქრობ რომ, ეს ფანჯრიდანვე დახოცავდა – ას ყვება თვითმხილველი ქალი ვერაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ვერაზე გუშინ მოკლული 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილია
მთავარი

გაბადრული სახეებით მიდიოდნენ, მინდა ყველამ იცოდეს რომ, ერთი სიტყვა ამ ბავშვებს არ დასცდენიათ, ესენი რომ არ წასულიყვნენ მანქანისკენ და ლაპარაკი გაგრძელებულიყო, მე ვფიქრობ რომ, ეს ფანჯრიდანვე დახოცავდა - რას ყვება...

დაწვრილებითDetails

დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალა მის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

დააკავებულია პირი, რომელმაც არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა უკანონოდ მოიპოვა და შემდეგ დაზარალებულის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს. თბილისის პროკურატურის...

დაწვრილებითDetails

ოფიციალური დოკუმენტით არ დადასტურებულა რომ, ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა – პროკურორი

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ოფიციალური დოკუმენტით არ დადასტურებულა რომ, ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა – პროკურორი
მთავარი

"ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის სამედიცინო ისტორიით არ დადასტურებულა ის რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა" - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვერაზე, 17...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"