საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილებიდან, 313.90 მლნ აშშ დოლარი რუსეთიდან შემოვიდა, რაც მთლიანი ჩარიცხვის 62.07%-ია, რომლის გათვალისწინებითაც წლიური ზრდის ტემპმა 888.73% შეადგინა.
ხოლო რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული გზავნილებს, საერთო რაოდენობამ 91.76 მლნი აშშ დოლარი შეადგინა.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.1% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.1% მოდიოდა.
რაც შეეხება საქართველოს, 2022 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.
რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მაქსიმალური ზრდა რუსეთის მოქალაქეთა შემოდინებამ და საეთაშორისო სანქციებმა განაპირობა, რაც საქართველოდან გასული ფულადი გზავნილების ზრდის მაჩვენებელზეც აისახა.