ეპიდემიოლოგები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციაა. ახლა, როცა უკვე არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები, მსოფლიოს ქვეყნები და მათ შორის, ევროპის ქვეყნები აძლიერებენ ძალისხმევას დაავადების შესაჩერებლად და დაწყებულია ვაქცინაციის პროგრამა. რომელი ქვეყანა რომელ ვაქცინას ანიჭებს უპირატესობას და როდის დაიწყება საქართველოში ვაქცინაცია ვრცლად ნახეთ სიუჟეტში
ცნობილია ხრამში ნაპოვნი მამაკაცის ვინაობა
შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში 35 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი, სავარუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხევში გადავარდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპული მამაკაცი ნოდარ მიქელაძეა, რომელიც სამაშველო სამსახურში მუშაობდა....









