სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ აგრძელებს მოსახელობასთან შეხვედრებს რეგიონებში.
26-28 ივლისს კამპანიის ჯგუფი მიდის იმერეთში. ვიზიტის მთავარი მიზანია მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი პრობლემების, საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენა, ასევე ქვეყნისა და რეგიონის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევებზე ღია დიალოგის წარმართვა.
,,26-28 ივლისს კამპანიის მონაწილეები, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, გაესაუბრებიან მათ ყოველდღიურ გამოწვევებს, სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებს და კამპანიის მიზნებსა და ხედვას გააცნობენ.
ასევე, გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ სამოქალაქო ჯგუფებთან და აქტიურ მოქალაქეებთან. მონაწილეები იმსჯელებენ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
გვჯერა, რომ ქვეყნის გაძლიერების საფუძველი ერთმანეთის მოსმენაზე, სამოქალაქო ჩართულობასა და საერთო ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებაზე გადის.” – ნათქვამია სამოქალაქო კამპანიის „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ გავრცელებულ ინფორმაციაში.










