ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ყოფილ ,,ქორწინების სახლთან” მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ მსუბუქად დაშავდა სკუტერის მძღოლი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.










