ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა.
ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
სვიმონიშვილი ავარიის შემდეგ, 112 ის ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.
კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის თქმით, ქალი საავადმყოფოში შეყვანისას უმძიმეს მდგომარეობაში იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.









