“იყო მომენტი, გუნდის ხელმძღვნელობა ჩვენ გვაბრალებდა რომ გუნდი ჩემპიონი ვერ გახდა.
რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს გულშემატკივრებს აბრალებდა, თქვენო არ მოგვეცითო ერთ-ერთი მოთამაშის მოყვანის უფლებაო.
ის სეზონი არ მოვიყვანეთ ლონდარიძე -კვლავ წავაგეთ ფინალი, შემდეგ ჩვენ ჩამოვშორდით ამ ყველაფერს და დაგავბრალეს ჩვენ, თქვენ არ მოგვაყვანინეთ ლონდარიძე, ლონდარიძეზე გადის საქართველოს ჩემპიონობის ბედიო.
იმის მერე ჩვენ ჩამოვშორდით კალათბურთს, არც არავინ იყო ვინც შეეწინაღმდეგებოდა მომდევნო წელს ილიას ჩამოყვანას, თუმცა ჩამოიყვანეს ილია, ჩვენც ვნახეთ ეს ადამიანი , დაიწყო სეზონი და ბოლოში აღმოჩნდა, რომ ვერც ილია ლონდარიძემ ვერ შეძლო საქართველოს ჩემპიონობის მოპოვება. ახლა რაღა აქვთ სათქმელი?
როგორ უნდა იმართლონ თავი, მე ვფიქრობ ვერაფრით. როგორც ადრე იყვნენ ჩუმად , ახლაც იქნებიან ალბათ, ჩუმად. “-მიშიკო მუმლაძე.










