გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 5 აპრილს დღის ბოლოდან ამინდი გაუარესდება, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. მათი გნაცხადებით, მოსალონელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
გარდა ამისა, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი ღელვა.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – წერია უწყების განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ცუდი ამინდი 6 აპრილის დილამდე იქნება.