LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში 23 წლის ბიჭი დაღუპა – რას ყვება დედა

ქუთაისში 23 წლის ბიჭი დაღუპა – რას ყვება დედა

დაპოსტა 2026/07/12-ში
A A
1.7k
ნახვა
გაზიარება
ტრაგედიით დასრულებული შვებულება საქართველოში: რატომ გარდაიცვალა 23 წლის კრის­ტი­ნა სტა­ნი­ე­ნე თა­ვის 23 წლის შვილ­თან, კრის­ტუ­პას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კვი­რით და­სას­ვე­ნებ­ლად და ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ემ­გზავ­რა. თუმ­ცა, მოგ­ზა­უ­რო­ბის მე­ო­რე დღეს­ვე ახალ­გაზ­რდის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და და დას­ვე­ნე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის ხან­გრძლივ ბრძო­ლად იქცა. კრის­ტუ­პა­სი თით­ქმის ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს, ლი­ე­ტუ­ვის დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 19 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მისი სი­ცო­ცხლე შე­წყდა – იგი სამ­შობ­ლო­ში გა­დაყ­ვა­ნი­სა და დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, იტყო­ბი­ნე­ბა პორ­ტა­ლი lrytas.lt.

“ჩემი შვი­ლი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო, არა­ფერს უჩი­ო­და, ძალ-ღო­ნით სავ­სე. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის მხო­ლოდ ერთი დღის შემ­დეგ ასე­თი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­დე­ბო­და” – ჰყვე­ბო­და კრის­ტი­ნა შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე.

ყვე­ლა­ფე­რი მუც­ლის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით და­ი­წყო

კრის­ტი­ნა შვილ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში 14 მა­ისს გა­ემ­გზავ­რა, ხოლო 15 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას, ისი­ნი უკვე ქუ­თა­ის­ში იყ­ვნენ. პირ­ველ დღეს ტუ­რის­ტულ გიდ­თან ერ­თად მთე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეს, ტკბე­ბოდ­ნენ ხე­დე­ბით, თუმ­ცა მე­ო­რე დი­ლით კრის­ტუ­პას­მა კუ­ჭის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი იგ­რძნო.

თა­ვი­დან დე­დას ეგო­ნა, რომ ეს საკ­ვე­ბით მო­წამ­ვლა ან საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის უბ­რა­ლო დარ­ღვე­ვა იყო.

“თვი­თო­ნაც ამ­ბობ­და: ალ­ბათ ამ ქვეყ­ნის საჭ­მელ­მა არ მარ­გოო. მაგ­რამ ჩვენ ჯგუფ­თან ერ­თად ვმოგ­ზა­უ­რობ­დით, ყვე­ლა­ნი ერ­თნა­ი­რად ვჭამ­დით და სხვას არა­ვის არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ ჰქო­ნია. თა­ვი­დან კუ­ჭის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი წამ­ლე­ბი მი­ვე­ცი, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა სულ უფრო უა­რეს­დე­ბო­და. სრუ­ლი­ად გა­თეთრდა, თით­ქოს ცვი­ლის­ფე­რი და­ე­დო, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წას­ვლა“, – იხ­სე­ნებ­და კრის­ტი­ნა.

კრის­ტუ­პა­სი ქუ­თა­ის­ში მდე­ბა­რე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს. დე­დის თქმით, ექი­მებ­მა ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვე­ბი, ექოს­კო­პია, შე­ამ­ჩნი­ეს ცვლი­ლე­ბე­ბი და კუჭი გა­მო­უ­რე­ცხეს, თუმ­ცა ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლა. იგი ღა­მით მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ და­ტო­ვეს.

მე­ო­რე დი­ლით დე­დას და­უ­რე­კეს და შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ შვი­ლი სას­წრა­ფოდ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში უნდა გა­და­ეყ­ვა­ნათ. ექი­მებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მას ფილ­ტვე­ბის მძი­მე ორ­მხრი­ვი ან­თე­ბა და­უდ­გინ­და.

“მა­ნამ­დე არა­ნა­ი­რი ხვე­ლა ან გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მი არ ჰქო­ნია. გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ვერ­სია, რომ იქ­ნებ ჯერ კი­დევ ლი­ე­ტუ­ვა­ში ყოფ­ნი­სას ჰქონ­და რა­ი­მე უსიმპტო­მო და­ა­ვა­დე­ბა და ფრე­ნამ გა­მო­იწ­ვია ამის პრო­ვო­ცი­რე­ბა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­გორც მივ­ხვდი, მე­დი­კო­სებ­მა ეს ვერ­სია უარ­ყვეს. მათ თქვეს, რომ ახალ­გაზ­რდა ორ­გა­ნიზ­მში მოვ­ლე­ნე­ბი ასე არ უნდა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო“, – ამ­ბობს დე­დამ.

ხე­ლოვ­ნუ­რი კომა და კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი

კრის­ტუ­პა­სის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად მძიმ­დე­ბო­და. კრის­ტი­ნას თქმით, ექი­მებ­მა უამ­რა­ვი ანა­ლი­ზი აი­ღეს სხვა­დას­ხვა ვირუ­სებ­სა და ინ­ფექ­ცი­ებ­ზე, ნი­მუ­შე­ბი თბი­ლის­შიც გაგ­ზავ­ნეს, თუმ­ცა პა­სუ­ხე­ბი უარ­ყო­ფი­თი იყო. ასე­თი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი ბო­ლომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბო­და.

“ექი­მე­ბის ვერ­სი­ით, მას შე­საძ­ლოა უც­ნო­ბი ვირუ­სი შეჰყრო­და. ამ­ბობ­დნენ, რომ ორ­გა­ნიზ­მი ძლი­ე­რად იყო ინ­ტოქ­სი­კე­ბუ­ლი, მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად სწრა­ფად მძიმ­დე­ბო­და, რომ ორ­გა­ნო­ებ­მა სა­თი­თა­ოდ და­ი­წყეს უა­რის თქმა მუ­შა­ო­ბა­ზე. შვილს და­მო­უ­კი­დებ­ლად სუნ­თქვა აღარ შე­ეძ­ლო, ამი­ტომ იგი ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს“, – ყვე­ბო­და კრის­ტი­ნა.

კო­მის პე­რი­ოდ­ში კრის­ტუ­პას­მა კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლიც გა­და­ი­ტა­ნა. დედა ამ­ბობს, რომ იმ დროს ექი­მებ­მა ოჯახს უთხრეს – სი­ცო­ცხლის­თვის რის­კი და­ახ­ლო­ე­ბით 80 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და.

“იყო მო­მენ­ტი, როცა იმედს სა­ერ­თოდ აღარ მი­ტო­ვებ­დნენ. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო და შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მე კი მა­ინც მჯე­რო­და და ვლო­ცუ­ლობ­დი“, – აღი­ა­რა ქალ­მა.

კრის­ტუ­პას­მა ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე გა­ა­ტა­რა. და­ახ­ლო­ე­ბით 16 ივ­ნისს ექი­მებ­მა ის გა­აღ­ვი­ძეს. ეს იყო ერთ-ერთი ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც დე­დას მცი­რე ხნით მო­ეჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი უკვე უკან დარ­ჩა.

თუმ­ცა, გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი კრის­ტუ­პა­სი სრუ­ლი­ად გა­მო­ფი­ტუ­ლი იყო. მას ჩა­უ­ტარ­და ტრა­ქე­ოს­ტო­მია. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ლა­პა­რა­კი და გან­ძრე­ვა არ შე­ეძ­ლო, მას ზონ­დით კვე­ბავ­დნენ.

„მცნობ­და, თვა­ლე­ბით აყო­ლებ­და გა­რე­მოს, ხე­დავ­და და ეს­მო­და, რა ხდე­ბო­და. თუმ­ცა ლა­პა­რა­კი და სხე­უ­ლის გან­ძრე­ვა არ შე­ეძ­ლო. ტკი­ო­და ჭრი­ლო­ბე­ბი, ტკი­ო­და მთე­ლი სხე­უ­ლი“, – მძი­მედ იხ­სე­ნებ­და კრის­ტი­ნა.

კო­მის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ბრძო­ლა

კო­მი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, დე­დის თქმით, რთუ­ლი პე­რი­ო­დი თა­ვი­დან და­ი­წყო. ფილ­ტვე­ბი­დან სი­თხეს უღებ­დნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თირკმე­ლე­ბის ფუნ­ქცია და­ირ­ღვა. კრის­ტუ­პასს დი­ა­ლი­ზი დას­ჭირ­და, ასე­ვე გა­და­უს­ხეს სის­ხლი.

„იყო სა­უბ­რე­ბი იმა­ზეც, რომ შე­საძ­ლოა თირკმლის დო­ნო­რი დას­ჭირ­ვე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დი­ა­ლი­ზის შემ­დეგ თირკმე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ოდ­ნავ გა­უმ­ჯო­ბეს­და. თუმ­ცა, ერთ დღეს თუ უკე­თე­სო­ბა იყო, მე­ო­რე დღეს ისევ უა­რეს­დე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­აც გა­უ­ა­რეს­და. კვლავ მწვა­ვე ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობ­დნენ“, – ამ­ბობს დე­დამ.

რო­დე­საც ჩან­და, რომ კრის­ტუ­პა­სი ოდ­ნავ ძა­ლას იკ­რებ­და, კი­დევ ერთი დარ­ტყმა მოხ­და. მას ნება დარ­თეს მცი­რე საკ­ვე­ბი მი­ე­ღო. რამ­დე­ნი­მე დღე მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი ჩან­და, თუმ­ცა მა­ლე­ვე კვლავ მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და.

“თით­ქოს სა­წყის წერ­ტილს და­ვუბ­რუნ­დით. გან­ვი­თარ­და სეფ­სი­სი. იმა­ვე სა­ღა­მოს ჩა­ტარ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, რის შემ­დე­გაც გა­ირ­კვა, რომ თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლი გა­უს­კდა და მისი შიგ­თავ­სი მუც­ლის ღრუ­ში ჩა­იღ­ვა­რა. სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია გახ­და სა­ჭი­რო“, – ატი­რე­ბუ­ლი ჰყვე­ბო­და ქალი.

მისი თქმით, ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ შვი­ლი კვლავ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და ნარ­კო­ზი­დან ბო­ლომ­დე გა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხებ­და. ექი­მე­ბი პროგ­ნო­ზებს სა­ერ­თოდ ვერ აკე­თებ­დნენ.

სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა

კრის­ტი­ნა ჰყვე­ბო­და, რომ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და შვი­ლის თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა, თუმ­ცა ქუ­თა­ი­სელ­მა მე­დი­კო­სებ­მა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის რის­კზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს.

“მი­თხრეს: თუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღებ­დი, შეგ­ვეძ­ლო გვე­ცა­და, თუმ­ცა ექი­მე­ბი ამ რის­კზე არ მი­დი­ოდ­ნენ. თა­ნაც თბი­ლი­სის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში იმ დრო­ის­თვის ად­გი­ლე­ბიც არ იყო“, – თქვა მან.

დე­დის თქმით, კრის­ტუ­პა­სის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია მე­დი­კო­სებ­თან კონ­ტაქ­ტზე იმ­ყო­ფე­ბო­და, ეძებ­დნენ ლი­ე­ტუ­ვურ კომ­პა­ნი­ა­საც, რო­მელ­საც ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა შე­ეძ­ლო, თუმ­ცა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე პა­სუ­ხი მოს­დი­ო­დათ – პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ზედ­მე­ტად მძი­მეა.

არ მო­ი­ძებ­ნა არ­ცერ­თი ექი­მი, რო­მე­ლიც ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პა­ცი­ენტს გზა­ში გაჰ­ყვე­ბო­და.

გა­ნი­ხი­ლე­ბო­და თვითმფრი­ნა­ვით გა­დაფ­რე­ნაც მე­დი­კო­სე­ბის თან­ხლე­ბით, თუმ­ცა ეს ვა­რი­ან­ტიც უარ­ყვეს.

“ვსა­უბ­რობ­დით იმა­ზე, რომ იქ­ნებ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით და­ე­ძი­ნე­ბი­ნათ, ჟანგბა­დის აპა­რატ­ზე შე­ე­ერ­თე­ბი­ნათ და ისე გა­დაგ­ვეფ­რი­ნა ლი­ე­ტუ­ვა­ში. მაგ­რამ მა­შინ­ვე ჩნდე­ბო­და კი­თხვა განაგრძეთ კითხვა

გაზიარება694

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მკვლელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქე. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა...

დაწვრილებითDetails

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა . გამოცემის ცნობით, მოწამლულია კიდევ ორი პირი, რომელთა მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, მძიმეა. შემთხვევა თელავის სოფელ აკურაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე...

დაწვრილებითDetails

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაციას  მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია ადასტურებს და ამბობს, რომ ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისივე თქმით, თავდაპირველი დათვალიერებით სხეულს ძალადობის...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.  ...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორისაა საბა ჯიქია

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 20 წლის საბა ჯიქია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ე.წ. "სთორიში"...

დაწვრილებითDetails

,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა
მთავარი

საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999 ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში პოლონურ იაგელონიასთან 1:2 დამარცხდა და კონფერენსლიგის ლიგის ზონაში გადაინაცვლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იაგელონიას ფეხბურთელები ტრიბუნასთან მივიდნენ და ქომაგებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 23კმ-ში, სოფელი საღამოდან 10კმ-ში მოხდა 3.1(ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა მოულოდნელად ახალი საქმე ან შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   დღეს სიმშვიდე და...

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

დღეს მარიამობაა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
28 აგვისტოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
მთავარი

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობელი მარიამის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.   ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"