55 წლის ემიგრანტი ქალი, ლელა ჩოქური, რომელმაც იტალიაში, ლატარეაში 2 000 000 ევრო მოიგო, ამტკიცებს, რომ ფულს ტერორის გზით ართმევენ. ინფორმაციას ,,ტვ პირველი” ავრცელებს.
ჩოქური, “შაბათის ეთერს” ეუბნება, რომ იტალიის ლატარეას კომპანიამ გამარჯვებულად სწორედ ის დაასახელა, თანხაც საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა, ქართულმა სასამართლომ კი გამარჯვებული შეცვალა და ფულის მფლობელად ასევე ემიგრანტი ნინო გოდერძიშვილი დაასახელა.
ლელა ჩოქური აღნიშნავს, რომ 2021 წლის 25 აგვისტოს 2 მილიონიანი იღბლიანი ლატარიის ბილეთი, მისი ფულით, ასევე ემიგრანტმა ნინო გოდერძიშვილმა შეიძინა. 55 წლის ქალი აღნიშნავს, რომ ამის მოწმეები არსებობენ. საქართველოში დაბრუნებულმა გოდერძიშვილმა ჩოქურის თქმით, მოგებული თანხიდან მიღებული ფული არ იკმარა და მეტი თანხის მისაღებად საქმის გარჩევაში ე.წ. ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები ჩართო.
ამას გარდა ლელა ჩოქური ამტკიცებს, რომ საქართველოში დაბრუნებულს მას გოდერძიშვილის ოჯახის წევრები შეხვდნენ და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ.
ვიდრე ქალი საქართველოში იყო, უდინეში გაქურდეს მისი ბინაც. ჩოქური ეჭვობს, რომ ბინის გატეხვა და დოკუმენტების სახლიდან გატანა განაგრძეთ კითხვა










