LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა

რა უნდა ვიცოდეთ ვეტოს შესახებ, რომ სწორი მოლოდინი გვქონდეს

დაპოსტა 2024/05/15-ში
A A
18
ნახვა
გაზიარება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის ავტორები პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს მოლოდინში არიან. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ახლა ჯერი სალომე ზურაბიშვილზეა, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ ის პროექტს ხელს არ მოაწერს და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოში დააბრუნებს.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე იმ მოსალოდნელ შედეგებზე წერს, რომელიც პრეზიდენტის მიერ კანონისთვის ვეტოს დადებას მოჰყვება. მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ კანონი გაუქმდება, რადგან სალომე ზურაბიშვილს კანონპროექტში მხოლოდ არსებითი ცვლილებების შეტანა შეუძლია.

“რამდენიმე განმარტება ვეტოზე, სწორი მოლოდინები რომ გვქონდეს.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ყველა იმაზე ვფიქრობთ რას აპირებს პრეზიდენტი. რამდენიმე დღის წინ მან თქვა: “ვეტოს ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ.” ამ სიტყვებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ პრეზიდენტმა შეიძლება კანონს ვეტო შენიშვნების გარეშე დაადოს, მაგრამ არა, რადგან კონსტიტუცია ასეთ რამეს არ იცნობს. არამგონია პრეზიდენტს ეს ეგულისხმა.

1. ყოველდღიურობაში რასაც “ვეტოს” ვუწოდებთ, სინამდვილეში “მოტივირებული შენიშვნებია”. ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს “ვეტო”;

2. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეგზავნება პრეზიდენტს, რომელიც (ა) ხელს აწერს და აქვეყნებს მას, ან (ბ) “მოტივირებული შენიშვნებით” უკან აბრუნებს პარლამენტში;

3. ამისთვის პრეზიდენტს 2 კვირა აქვს;

4. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში შესაბამისი არგუმენტაციით პარლამენტს მიუთითებს: (ა) კანონის კონკრეტულ ჩანაწერებზე, რომლებიც მისთვის მიუღებელია და (ბ) სთავაზობს ახალ რედაქციას. ეს შეიძლება იყოს ახალი ფორმულირებები, ასევე შესაძლებელია, პრეზიდენტმა პარლამენტს კანონიდან ზოგიერთი ჩანაწერის საერთოდ ამოღება შესთავაზოს. ეს ნიშნავს, რომ მან დეტალურად უნდა გაანალიზოს კანონი და მონიშნოს ის დებულებები, რომელებიც, მისი აზრით, პრობლემას ქმნის და რომლებიც უნდა ჩანაცვლდეს (შესაბამისი ალტერნატივით), ან საერთოდ წაიშალოს;

5. პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით მთლიანად კანონის გაუქმებას ვერ მოითხოვს, თუმცა შეუძლია პარლამენტში კანონის არსებითად გადამუშავებული ვარიანტი წარადგინოს;

6. შემდეგ, პროცესი პარლამენტში ბრუნდება. სადაც უნდა განიხილონ ვეტოს საკითხი, თუმცა ამისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვული;

7. პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს ერთიანად უყრის: ან ყველაფერს იზიარებს არ არაფერს. ისე ვერ იქნება, ნაწილი გაითვალისწინოს, ნაწილზე კი უარი თქვას;

8. ვერ პარლამენტი და ვერც პრეზიდენტი უკვე წარდგენილ ვეტოში ვეღარაფერს შეცვლის. მოტივირებული შენიშვნების საპარლამენტო განხილვის დროს რომც მიაღწიონ შეთანხმებას, ამ შეთანხმებას კენჭს ვერ უყრიან;

9. შენიშვნების გასაზიარებლად საკმარისია დამსწრეთა უმრავლესობის (თუმცა არანაკლებს 50 დეპუტატისა) მხარდაჭერა;

10. თუ პარლამენტი არ ეთანხმება პრეზიდენტს მას შეუძლია ვეტო დაძლიოს. ვეტოს დასაძლევად, ჩვენს შემთხვევაში, საჭიროა 76 ხმა, ოცნება კი 84-ს აკონტროლებს;

11. ამის შემდეგ მიღებული კანონი ისევ პრეზიდენტს ეგზავნება. მას ვეტოს მექანიზმის ხელახლა გამოყენების უფლება არ აქვს;

12. პრეზიდენტს შეუძლია არ მოაწეროს ხელი კანონს. მაგრამ ეს სიმბოლური აქტია, სამართლებრივად არაფერს ცვლის. მის ნაცვლად კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავჯდომარე;

13. ამის შემდეგ კანონი ძალაში შედის, თავად ამ კანონითვე განსაზღვრულ ვადებში.

რომ შევაჯამო: (ა) პრეზიდენტი ვეტოთი, უბრალოდ, “კანონი არ ვარგა და გასაუქმებელია” ვერ იტყვის. მან პარლამენტს ალტერნატივად კონკრეტული რეგულირებები უნდა შესთავაზოს; (ბ) ოცნებას საკმარისი ხმები აქვს ვეტოს დასაძლევად.

აქვე მგონია, რომ პრეზიდენტმა “მანიპულაციებში არ შესვლის” ხსენებით უმრავლესობასთან წინასწარ კონსულტაციებზე თქვა უარი (რაც არა აუცლებელი, მაგრამ მიღებული პრაქტიკაა). იგულისხმა, რომ რასაც დავწერ, იმის განხილვა მოგიწევთ, მოლაპარაკებებს არ გავმართავო. მას, ალბათ, არ უგულისხმია, რომ “ცარიელ” ვეტოს გააგზავნის პარლამენტში, რადგან ასეთ შემთხვევაში ვეტოს გამოყენებას საერთოდ ეკარგება აზრი.

ასევე მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა და მოსალოდნელია, რომ ისიც მოახდენს გავლენას ამ პროცესზე”,- წერს ვახუშტი მენაბდე.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტს კი ისევ ხმაური, დაპირისპირება, საზოგადოების პროტესტი და ევროპარლამენტარების კრიტიკა მოჰყვა.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

Wizz Air აბუ-დაბიში ფრენების აღდგენას გეგმავს

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით დაფრინავს
მთავარი

Wizz Air-მა დუბაისა და აბუ-დაბიში დაბრუნების შესახებ მიანიშნა და განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეს ორი ქალაქი, ასევე ჯედა და ამანი, ავიაკომპანიის მიმართულებების ქსელს უბრუნდება. ავიაკომპანია 12 მიმართულებით კვირაში 49 რეისს...

დაწვრილებითDetails

“ბარაქაში” კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – ობიექტი დაჯარიმდა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
“ბარაქაში” კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – ობიექტი დაჯარიმდა
მთავარი

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმეების ნ. მ-ის (ქობულეთი, რუსთაველის მეორე ჩიხი N13) და ა....

დაწვრილებითDetails

ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა – დაკავებულია არასრუწლოვანი პირი

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,...

დაწვრილებითDetails

პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე – ევროპას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს, ასეთ დროს, როცა ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ძალიან უცნაურია ასეთი ინიციატივები, ევროპას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს. ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გაფართოების საკითხებში...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა 22 წლის მოდელი – რას წერს მედია

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
გარდაიცვალა 22 წლის მოდელი – რას წერს მედია
მთავარი

“მის ავ­სტრია 2024“-ის ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი, 22 წლის ლუ­ჩია სი­სი­ჩი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა სი­ლა­მა­ზის დე­დო­ფა­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და. სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია ორ­გა­ნი­ზა­ცია Mission Austria-მ ოფი­ცი­ა­ლურ Facebook-გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სამ­ძიმ­რის წე­რი­ლით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ხელოვანის სპექტაკლი ნიუ-იორკში, Times Square-ზე

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ქუთაისელი ხელოვანის სპექტაკლი ნიუ-იორკში, Times Square-ზე
მთავარი

27 სექტემბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-იორკში, Times Square-ზე, ქართული თეატრი მაყურებლის წინაშე წარსდგება სპექტაკლით „7ა კლასი“. სპექტაკლი 90-იანი წლების ემიგრაციის თემას ეხება და დედა-შვილის განშორების მტკივნეულ ისტორიას გვიყვება. სპექტაკლში მონაწილეობენ ქართველი...

დაწვრილებითDetails

ვანელი სპორტსმენი ბეჟან ხურციძე სამბოს ტურნირის გამარჯვებულია

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ვანელი სპორტსმენი ბეჟან ხურციძე სამბოს ტურნირის გამარჯვებულია
მთავარი

ვანელი სპორტსმენი ბეჟან ხურციძე სამბოს ტურნირის გამარჯვებული გახდა. 7-8 სექტემბერს მცხეთაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირი გაიმართა, სადაც იმერელმა სპორტსმენმა სამბოში (18+) დიდებში, 71კგ წონით კატეგორიაში ოქროს...

დაწვრილებითDetails

კობახიძის თქმით, ევროპელ ლიდერებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, -  ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ  პარიზში განუცხადა, სადაც  კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ...

დაწვრილებითDetails

რა იცვლება ID ბარათებში

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
რა იცვლება ID ბარათებში
მთავარი

პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათზე) დატანილი QR კოდის მეშვეობით, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, მარტივად ისარგებლონ სხვადასხვა ფასდაკლებით. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობითვე, დოკუმენტზე სტუდენტის აქტიური სტატუსის...

დაწვრილებითDetails

ეს არის ის ფასი, რომლის გადახდაც მომიწია საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო – აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ეს არის ის ფასი, რომლის გადახდაც მომიწია საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო – აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია
მთავარი

აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჩატარებული კვლევებისა და საჭირო ქირურგიული პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს, „მისი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე საჭიროებს რეკონსტრუქციულ ოპერაციას და იმპლანტაციას, ასევე აქვს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"