27 სექტემბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-იორკში, Times Square-ზე, ქართული თეატრი მაყურებლის წინაშე წარსდგება სპექტაკლით „7ა კლასი“.
სპექტაკლი 90-იანი წლების ემიგრაციის თემას ეხება და დედა-შვილის განშორების მტკივნეულ ისტორიას გვიყვება.
სპექტაკლში მონაწილეობენ ქართველი მსახიობები და ამერიკაში დაბადებული უნიჭიერესი ქართველი ბავშვები, რომლებიც სცენაზე განსაკუთრებული გულწრფელობითა და ბუნებრიობით აცოცხლებენ ამ ისტორიას.
პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი-ნინო იმედაძე. ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი ხელოვანი, რომელიც ამერიკაში ქართულ თეატრალურ და კულტურულ პროექტებზე მუშაობს.










