LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა განცხადება გააკეთა ”ნამახვანჰესზე” საქართველოს პრეზიდენტმა

დაპოსტა 2021/04/09-ში
A A
28
ნახვა
გაზიარება

უდიდესი გამოწვევაა ქვეყნის ეკონომიკა და კრიზისის გადალახვა. საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებაშიც გაყოფილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ კრიზისის დაძლევაში, როგორც არასდროს სოლიდარობა გვჭირდება.

“ზოგი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა იყოს აბსოლუტური პრიორიტეტი და აღარ უნდა დაწესდეს არც ხელახალი ჩაკეტვა, არც შეზღუდვები. ზოგი კი აბსოლუტურ უპირატესობას ჯანმრთელობას და ადამიანთა სიცოცხლეს ანიჭებს. ამ კრიზისის დაძლევაში, სოლიდარობა გვჭირდება როგორც არასდროს. ერთიანი ძალისხმევა რომ ინკლუზიური მიდგომებით და სოციალური პასუხისმგებლობით ვეცადოთ ერთდროულად ეკონომიკის გაცოცხლება, ინვესტიციების მოზიდვა და მაქსიმალურად ხელი გავუწოდოთ სოცილაურად დაუცველი ფენებს ჩვენი საზოგადოებისა. ამ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ვხვდებით საზოგადოების მხრიდან დაპირისპირებულ პოზიციებს. ასეთი მაგალითია ,,ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირება. ერთი მხრივ ის საზოგადოება, ვისი წუხილიც ძალიან კარგად მესმის და ვუთანაგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს. მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგო-დამოუკდიებლობას ანიჭებს უპირატესობას და ადამიანის სიდუხჭირიდან თავის დაღწევაზე აპელირებს. ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისათვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის. სასურველია შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით. ასეთი მსჯელობა მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს. თუ საჭიროდ ჩაითვლება, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიზნისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68%-ით გაიზარდა და 1.660 მლნ ლარი შეადგინა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68%-ით გაიზარდა და 1.660 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-ივნისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახა – დაშავებულია მძღოლი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

თე­ლავ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი და მო­ტო­ციკ­ლე­ტი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მძღო­ლი და­შავ­და, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან...

დაწვრილებითDetails

არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინდა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინასურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალური მეწარმის...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ამოღებულია 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტი
მთავარი

საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების...

დაწვრილებითDetails

მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი  შეუჩერა
მთავარი

თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ფიზიკური პირის ჯ. შ. მწნილის საწარმო (მისმართი: თბილისი მეველის N30) შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია...

დაწვრილებითDetails

“სამგვარი სიყვარული” – პრემიერა მესხიშვილის თეატრში

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
“სამგვარი სიყვარული” – პრემიერა მესხიშვილის თეატრში
კულტურა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო დღეებია. თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ დასთან აკაკი წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე იმუშავა. "სამგვარი სიყვარული" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ბიუჯეტში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან 297 567 586 ლარი შევიდა – ზრდა 70%-ია

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
ეკონომიკა

2026 წლის იანვარ-ივნისში ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 70.4%-ით (თითქმის 123 მლნ ლარით), მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 54%-ით (თითქმის 52 მლნ ლარით) გაიზარდა. უფრო...

დაწვრილებითDetails

“რუხის ხიდზე ჩემი გოგოს უსულო სხეული უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ, ყველაფერი მეორდება, სიცოცხლის გარდა” – სამეგრელოში ახალაგაზრდა ქალს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
“რუხის ხიდზე ჩემი გოგოს უსულო სხეული უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ, ყველაფერი მეორდება, სიცოცხლის გარდა” – სამეგრელოში ახალაგაზრდა ქალს გლოვობენ
მთავარი

სამეგრელოში ტრაგიკულად დაღუპულ 35 წლის მალვინა გულუას ემშვიდობებიან. "ბოლო პერიოდში ერთი ფრაზა ამეკვიატა: „ყველაფერი მეორდება, სიცოცხლის გარდა.“ რამდენიმე დღის წინ ეს სიტყვებიც დავწერე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასე მწარედ თუ გამიმართლდებოდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"