სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალური მეწარმის გ.მ. წარმოება „თბილისური“ (მისამართი: სერგი ჯიქიას ქუჩა N28).
შემოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები:
• ჰიგიენური ნორმების დარღვევა;
• არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია.
ასევე, საწარმო „თბილისურში“ დაფიქსირდა:
• ეტიკეტირების წესების დარღვევა;
• საკვები დანამატების მიკვლევადობის წესების დარღვევა.
კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით აწარმოონ.










