2026 წლის იანვარ-ივნისში ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 70.4%-ით (თითქმის 123 მლნ ლარით), მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 54%-ით (თითქმის 52 მლნ ლარით) გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს 6 თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 297 567 586 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2025 წლის იანვარ-ივნისში ეს მაჩვენებელი 174 588 123 ლარი იყო.
მონაცემების მიხედვით, 2026 წლის 6 თვეში ბიუჯეტში შესული 297 მლნ ლარიდან 242.140 მლნ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. შედარებისთვის, წინა წლის იგივე პერიოდში ამავე მუხლით, ბიუჯეტში 140.305 მლნ ლარი შევიდა.










