LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვები შემსუბუქდება

რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

დაპოსტა 2021/11/08-ში
A A
80
ნახვა
გაზიარება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის მოქმედების არეალის გაფართოებასა და ვაქცინაციის წამახალისებელ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს; დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.

 

ამასთან, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

 

პრემიერ-მინისტრის დავალებით, კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 755 046 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 693 129 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 10 509 ადამიანი.

 

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 46 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1 302 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 916 პირი.

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ვეტერანი ხელბურთელის რატი მსხვილიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
გარდაიცვალა ვეტერანი ხელბურთელის რატი მსხვილიძე
მთავარი

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელისა და მწვრთნელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალებას. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში...

დაწვრილებითDetails

“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

დარწმუნებული ვარ, რომც არ აიკრძალოს არცერთი პარტია, ევროკავშირი ჩვენ მიმართ რიტორიკას არ შეცვლის - არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“...

დაწვრილებითDetails

” ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ, კაცო?! ” – ირაკლი ქადაგიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
ისტორიულად მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა – ირაკლი ქადაგიშვილი
მთავარი

ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით - ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და ამ დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ,...

დაწვრილებითDetails

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილოს

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
მთავარი

პარტიამ, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რითაც მოითხოვა, რომ პარტიის - „გახარია-საქართველოსთვის“ კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ გამოიყოს და ცალკე განიხილოს. აღნიშნულის შესახებ პარტიაში - „გახარია საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა. „ჩვენმა...

დაწვრილებითDetails

გურჯაანში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
გურჯაანში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბავშვებში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მთავარი ამბები" კახეთიდან ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსაზრდელების დაინფიცირების გამო, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ჯგუფი დროებით დაიკეტა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგის, მარინა...

დაწვრილებითDetails

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა – ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას – დიდი ბრიტანეთის საელჩო
მთავარი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა ამ წუთებში იწყება, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ადგილზე უკვე გამოჩნდნენ "ლელო - ძლიერი საქართველოს"...

დაწვრილებითDetails

არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს – მანანა კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს – მანანა კობახიძე
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მანანა კობახიძე მოსამართლის მანტიის დატოვების გადაწყვეტილებას პირველად განმარტავს. როგორც მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ის იმ პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის განხილვა იწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის თაობაზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, 21,22 და 23 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა. 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ დედას შეატყობინა,...

დაწვრილებითDetails

“გლდანი მოლში” ცნობილი სპორტსმენი გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

„გლდანი მოლში“ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ვეტერანი ხელბურთელი, საქართველოს ნაკრების გამორჩეული მოთამაშე რატი მსხვილიძეა. არსებული ინფორმაციით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მოლში მდებარე აფთიაქში დასახმარებლად შევიდა, თუმცა, მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"