LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს

რატომ ყიდის ქუთაისის აეროპორტში რეკლამას თავად “აეროპორტების გაერთიანება“

დაპოსტა 2022/07/24-ში
A A
98
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სარეკლამო მომსახურებას აეროპორტის მფლობელი სახელმწიფო კომპანია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ახორციელებს – ამის შესახებ bm.ge წერს.

როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ის არის, რომ „აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე სარეკლამო მომსახურების ექსკლუზიურ უფლების გადაცემაზე აუქციონი გასული წლის ბოლოს გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა, მაგრამ მასთან ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

გამარჯვებულ კომპანიაზე ინფორმაცია საჯარო არ არის. შესაბამისად, BMG-ისთვის უცნობია, რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა შერჩევის პირველ ეტაპზე.

ასევე, უცნობია აეროპორტში რეკლამის განთავსებაზე დღეს არსებულ ტარიფებზე ინფორმაცია. BMG-ის მცდელობის მიუხედავად, სახელმწიფო კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის.

აღსანიშნია, რომ ჯერჯერობით, „აეროპორტების გაერთიანებაში“ არც იმაზე აქვთ პასუხი, გამოაცხადებენ თუ არა განმეორებით აუქციონს სარეკლამო მომსახურების გაყიდვაზე.

აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული აუქციონის თანახმად, აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა ყველა სუბიექტს, რომელსაც გააჩნდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება და აკმაყოფილებდა აუქციონით დადგენილ კრიტერიუმებს, რაც გულისხმობს რომ კომპანიას დახურულ ან/და ღია სივრცეში რეკლამის გაყიდვისა და განთავსების გამოცდილება ჰქონდა.

კომპანიას 2015-დან 2019 წლის ჩათვლით რომელიმე წელს უნდა ჰქონოდა 500 ათას ლარი ან მეტი ბრუნვა, დღგ-ს გარეშე. ამას გარდა, გამარჯვებულ კომპანიას აეროპორტის შესაბამისი აღჭურვის მიზნით, არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

კომპანიას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სარეკლამო უფლებით სარგებლობა 10 წლის ვადით შეეძლო, ხოლო მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების ვადა შესაძლებელია არაუმეტეს 5 წლის ვადითაც გაგრძელებულიყო. აუქციონის პირობები ასევე გულისხმობდა კომპანიის წლიურ გადასახადს, რაც იცვლებოდა მგზავრების რაოდენობის მიხედვით.
საუბარია გადახდის ასეთ სქემაზე:

0 – 500,000 მგზავრი – 7,550.0 (შვიდიათასხუთასორმოცდაათი) ლარი დღგ-ს ჩათვლით;
500,001 – 1,000,000 მგზავრი – 30,000.0 (ოცდაათიათასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით;
1,000,001-დან და ზემოთ მგზავრი – 40,000.0 (ორმოციათასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით.

2015 წლიდან 2020-წლამდე ქუთაისის აეროპორტზე მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად იზრდებოდა და 2019 წელს მგზავრების რაოდენობამ 870 ათასაც კი გადააჭარბა. მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი ჯამში 328 386 მგზავრს მოემსახურა.

გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

ანწუხელიძე გმირია, რომელმაც თავი დადო სამშობლოსთვის – გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ მას, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს წინაშე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
მთავარი

ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება რუსეთს, კობახიძის განცხადებით, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი, - ამის...

დაწვრილებითDetails

7-8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა – რუსეთის საგარეო უწყება

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
7-8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა – რუსეთის საგარეო უწყება
მთავარი

ფიქსირდება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ავრცელებს. „დღეს, სამხრეთ კავკასიაში...

დაწვრილებითDetails

ფარულ ჩანაწერში ნია იმნაძე და მამამისი განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა ალექსანდრე გაბაშვილმა დანაშაული – პროკურორი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ფარულ ჩანაწერში ნია იმნაძე და მამამისი განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა ალექსანდრე გაბაშვილმა დანაშაული – პროკურორი
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეზე მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული, სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ. სონიძის...

დაწვრილებითDetails

“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი
მთავარი

უფლებადამცველი, იაკო კვანტალიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ, დავით დვალიშვილს არასრულწლოვნების ჯგუფი დაესხა თავს. მისი თქმით, დავით დვალიშვილი მძიმედ არის და საავადმყოფოში გადაჰყავთ. ამ წუთებში ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს თავს...

დაწვრილებითDetails

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება
მთავარი

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
მთავარი

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსნები, კადეტები, გმირულად დაღუპული ქუთაისელი მეომრების ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ...

დაწვრილებითDetails

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ვერძი — აქტიური დღეა. შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს საქმე, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ემოციების ნაცვლად ფაქტებს დაეყრდენი. ფინანსებში იმპულსურ ხარჯვას მოერიდე.   კურო — სტაბილურობის შენარჩუნება იქნება მთავარი. კარგი დღეა დაწყებული...

დაწვრილებითDetails

8 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"