ქუთაისში, 10 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 10 856 ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7.06℅% მივიდა.
პირველ ტურში ანალოგიურ დროს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7.5 % ჰქონდა ხმა მიცემული.
”კენჭისყრის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს”, – განაცხადა ლალიაშვილმა.
ამ ეტაპზე ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არაა შესული.
ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.
გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში – სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.
სულ 6 გადასატანი ყუთით მოხდება აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემა.
ქუთაისში მერობისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და “ნაციონალური მოზრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვის.
პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
ხატია დეკანოიძე 43.35%
იოსებ ხახალეიშვილს – 41.45%.










