ქუთაისში, 20:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 69 871ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45.45℅ მივიდა.
პირველ ტურში ანალოგიურ დროს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44.53% ჰქონდა ხმა მიცემული.
ამ ეტაპზე ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 საჩივარია შესული. ყველა მათგანი პროცედურულია.
ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.
გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში – სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.
სულ 6 გადასატანი ყუთით მოხდება აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემა.
ქუთაისში მერობისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და “ნაციონალური მოზრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვის.
პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
ხატია დეკანოიძე 43.35%
იოსებ ხახალეიშვილს – 41.45%.