ქართულ ბაზარზე პური იაფდება. კომპანიების ნაწილმა პროდუქტზე ფასები 10 თეთრით შეამცირა. პურის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ფასების კლების ფონზე, საქართველოს ბაზარზეც ხორბლის ფასმა და შესაბამისად, ფქვილის ფასმაც დაიკლო.
მათივე განმარტებით, ამ ფონზე მეპურეების მხრიდან გამოიკვეთა მზაობა, რომ პურის ფასმა, პირველადი მოთხოვნილების სეგმენტზე დაიწიოს.