ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად, პარტნიორი ქვეყნების ელჩები მივიდნენ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, 14 საათზე დაიწყო.
განსახილველი საკითხი სავარაუდოდ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტსა და ინიციატივის საპროტესტოდ თბილისში განვითარებულ მოვლენებს შეეხება.