ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები მიღება დღეიდან 14 აგვისტოდან დაიწყება.
“ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური აცხადებს UNESCO-ს ლიტერატურის ქალაქების პოეზიის საერთაშორისო კონკურსს „SLAMOVISION 2026“.
კონკურსის გამოცხადების თარიღი – 2026 წლის 14 აგვისტო.
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2026 წლის 1 სექტემბრამდე.
შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2026 წლის 5 სექტემბრისა.
საკონკურსო ვიდეოჩანაწერი, კონკურსანტის ბიოგრაფია და ლექსი, “ვორდის” ფორმატში, მიიღება ელექტრონულ მისამართზე: ana.doghonadze@kutaisi.gov.ge
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე :
https://kutaisi.gov.ge/open_konkursebi/122 ” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.










