,,ეხლა რა ხდება, ცერი რო აქვს აწეული, თმაშეთხელებული ბიჭი ჭანოა, ჩემი სტუდენტობის მეგობარი და ყველაფრობის მეგობარი და 17 წლისობის მეგობარიც, ხოდა ეს ჭანო უბრალო ჭანო არ გეგონოთ, თვითონ კი არ დაძრავს სიტყვას ამაზე, მაგრამ ის არის პირველი ქართველი, ვისი ხმაც, როგორც წამყვანის, გაისმა მსოფლიოს უდიდეს დარბაზებში და ეს არის უტატამესი ჭანო, რომელიც “ტოკიოს ჩემპიონატზე” (ვიცი, ხო ოლიმპიადაა, მარა მე მერევა სულ) წაიყვანს ძიუდოს. ხო. აი, მილიონი ადამიანი გაიგონებს ძიუდოს ქართველი კაცის ხმას, მაშ. ხოდა, ეს არაა პატარა ამბავი. კიარადა, მე მგონი, ძაან დიდ ამბავია და ერთ დღეს, იმედია, მე გავაკეთებ მასზე მთავარ ვიდეოს, იმიტომ, რომ მე ვიცი ყველაზე მაგარი ამბები, როგორ იზეპირებდა სრულიად წარმოუდგენელ სახელს და გვარებს ძიუდოისტებისას სულ თავიდან და რომ შემეძლოს, ახლა იაპონიაშიც გავყვებოდი! ხოდა, სანამ გავაკეთებ, ასე მომინდა მომეყოლა ამ ბიჭზე, რომელიც კი გაიზარდა, მაგრამ ისეთივე წამატებით შეუძლია ავიდეს გაჩერებაზე მდგარ ხეზე და დააგოროს თელასის ტონიანი რკინის კარადა, როგორც 20 წლის წინ. ხოდა, ჭანო, არ ვიცი რა მეტაკა, მაგრამ ვამაყობ შენით, მართლა! და მინდა ეს სხვებმაც იცოდნენ.” – წერს ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ჭანიშვილზე.
დღეს სავსე მთვარეობაა – ვის რა ელის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
26 სექტემბერი ემოციურად მნიშვნელოვანი დღეა - სავსე მთვარე ვერძის ნიშანშია. ეს პერიოდი ხშირად უკავშირდება რაღაცის დასრულებას, მნიშვნელოვანი რეალიზაციის მომენტს და იმ საკითხების ზედაპირზე ამოსვლას, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უკანა პლანზე...









