მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის (UNAM) მკვლევრებმა ვერცხლისა და სპილენძის ნანო ფენისგან სამედიცინო პირბადე შექმნეს, რომელიც SARS-CoV-2-ს ანეიტრალებს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
უნივერსიტეტმა გამოგონებაა SakCu უწოდა, საიდანაც Sak ნიშნავს ვერცხლს და Cu არის სპილენძის ქიმიური სიმბოლო.
პირბადე კორონავირუსის გამომწვევ ვირუსს 80%-ით დაახლოებით 8 საათში კლავს.
მეცნიერთა აზრით, ვერცხლისა და სპილენძის ნანო ფენასთან კონტაქტისას SARS-CoV-2 გარსი იშლება და მისი რნმ ზიანდება.










