LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვიზების გაყალბების საქმე – არგენტინიდან საქართველოში გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

ვიზების გაყალბების საქმე – არგენტინიდან საქართველოში გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

დაპოსტა 2026/10/15-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ვიზების გაყალბების საქმე – არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ექსტრადირებულ პირს ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობა, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა-ორგანიზება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება.

ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 9 პირი.

საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ, საზღვრის გადაკვეთა გაართულა. გიორგი ხატიაშვილმა დანაშაულში ბრალდებულ პირებთან ერთად მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეთათვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. „ქეისების“ და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადება წარმოადგენდა. 

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების და ასევე, მათ მიერ შექმნილი ისტორიების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას. ჯგუფის წევრები წერდნენ არარსებულ ისტორიებს, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, სამართალდამცავების მხრიდან მათი დევნის და სხვა მიზეზთა გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს.

გამოძიებამ გამოავლინა 1000-ზე მეტი პირი, რომლებსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2023 – 2026 წლებში  საკუთარი მომსახურება შესთავაზეს და  მათგან დაახლოებით 600 ათასი ლარი, 2 250 000 ათასი დოლარი და 12 500 ევრო მიიღეს. 

საქმეზე ძებნილი კიდევ ერთი პირი, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ეფექტიანი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის შედეგად  ექსტრადირებულია გერმანიიდან.

ქართული მხარის შუამდგომლობა არგენტინის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული, რაც პრეცედენტულია, რადგან პირველი ექსტრადიციის საქმეა, რომელიც ევროპისა და რეგიონის მიღმა ქვეყნებიდან განხორციელდა. ასევე, მადლობას ვუხდით იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხოელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და თბილისში ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის აქტიურ ჩართულობას”. – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ” – რას წერს ოქიტაშვილი თიკა რუხაძეს და მამუკა მდინარაძეზე

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
“მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ” – რას წერს ოქიტაშვილი თიკა რუხაძეს და მამუკა მდინარაძეზე
მთავარი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა ურხაძეს და სუს-ის ექს-შეფს, მამუკა მდინარაძეს ამხელს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ოქიტაშვილი წერს, რომ თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის...

დაწვრილებითDetails

100 კილოგრამამდე კანაფი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო...

დაწვრილებითDetails

“მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ” – ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
“მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ” – ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
მთავარი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქმე ეხება პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ თანხებს. "მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ"...

დაწვრილებითDetails

დღეს მოწამეთობაა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
10  გამორჩეული ადგილი იმერეთში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო
მთავარი

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს,  მოწამეთობა აღინიშნავს. მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში მრევლმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყო. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღის...

დაწვრილებითDetails

ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. "სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 12 საფლავი გაქურდეს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

საბავშვო ბაღებიდან აღებული 694 ნიმუშის პასუხი ცნობილია – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს; საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში  დარღვევა არ გამოვლინდა: სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური...

დაწვრილებითDetails

15 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში...

დაწვრილებითDetails

შეჯახებისას ორივე მანქანა ხევში გადავარდა – ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელსაც რთველში მყოფი მუშათა ბრიგადა გადაჰყავდა.   შეჯახების შედეგად, ორივე ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაშავებულები...

დაწვრილებითDetails

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს შესაძლოა მოულოდნელი სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. სამსახურში ინიციატივის გამოჩენა სასარგებლო იქნება. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"