პარლამენტის შესასვლელთან ამ წუთებში აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” შესვლას აპროტესტებენ. მათ თან ბანერები და “პუფები” აქვთ მიტანილი.
აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ არცერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ. ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ კი ამბობენ, რომ პარლამენტში შესული ყველა დეპუტატი “პუფია”. პარლამენტთან მივიდა ორი კლოუნის ფორმაში გამოწყობილი პირიც.
მოქალაქეები ელოდებიან როდის გამოჩნდება ენმ, რომ პარტიის წევრებს სირცხვილის კორიდორი მოუწყონ. მათ ბანერებზე პარტიის ლიდერების ფოტოები და ფრაზები აქვთ მიწერილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ივნისს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ძალა ერთობაშია – გაერთიანებული ოპოზიციის” ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შევა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამით, პარტიის 7-თვიანი ბოიკოტი დასრულდება.
წყარო : “მთავარი”.










