მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 577 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის 2.89%-იანი კლებაა.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 42.38 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 4.7%-ით შემცირებული ფასია.
რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, 19 ნოემბრის მონაცემებით, ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საშუალოდ, 278.3 ლარია, 750 სინჯის – 208.7 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 162.8 ლარი.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 2.82 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 2.47 ლარია.










