საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღეს პატრიარქ კირილს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების დელეგაციები და ეკლესიის მეთაურები 80 წლის იუბილეს მისალოცად ეწვევიან, მათ შორის საქართველოს ეკლესიის დელეგაციაც.
არსებული ინფორმაციით, მოსკოვში იმყოფება პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი(ლიპარტელიანი), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.










