პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების დასახელების ვადა დღეს ოფიციალურად იწურება, რეალურად კი სახალხო დამცველის 19-ივე კანდიდატი უკვე წარდგენილია.
ოპოზიციის დარჩენილი ნაწილი საკუთარ სამ ფავორიტს რამდენიმე საათში დაასახელებს. ცნობილია მათი ვინაობა: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. სწორედ ეს კანდიდატები არიან არასამთავრობო სექტორის რჩეულებიც.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.










