ნინოწმინდის პანსიონიდან საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები გაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, დატოვა თუ არა პანსიონი შვიდივე შშმ ბავშვმა.
გარდა ამისა, დღეს დილიდან პანსიონი 9 ბავშვმა დატოვა. ყველა მათგანი მშობლებმა წაიყვანეს, როგორც ისინი განმარტავენ, ბავშვები სახლში საზაფხულო არდადეგების გამო მიჰყავთ და შემდეგ კვლავ პანსიონი დააბრუნებენ.
ცნობისთვის, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ გამოყვანის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის სარჩელის საფუძველზე მიიღო,
თუმცა ამ დრომდე მოსამართლე ივანე ღლონტის უპრეცედენტო გადაწყვეტილების აღსრულება არ დაწყებულა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მიიჩნევენ რომ ბავშვთა სახლში ბენეფიციარების გაჩერება საფრთხისშემცველია.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებას
გაასაჩივრებს.