ზესტაფონის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ვენერა ბოჭოიძე, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.მან სიყვარულით, სიბრძნითა და ღირსებით განვლო საუკუნოვანი ცხოვრება და მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი თაობა აღზარდა.მოხარული ვარ, რომ მქონდა პატივი, პირადად გამეცნო ქალბატონი ვენერა და ქალაქის სახელით მისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლიერება გამომეხატა.ვიზიარებ ოჯახის, ახლობლებისა და მისი აღზრდილი თაობების მწუხარებას.ნათელში იყოს ქალბატონი ვენერას სული! – წერს ვახტანგ ღამბაშიძე
გარდაიცვალა ვენერა ბოჭოიძე, 100 წლის ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელსაც იუბილე სულ ახლახან რაიონის ხელმძღვანელობამ მიულოცა და სათანადო პატივი მიაგო მის მრავალწლიან ღვაწლს.
ასი წელი იცხოვრა ძლიერი სულით, ბრძენი სიტყვითა და ღირსეული ცხოვრებით, დატოვა სიყვარული, რომელიც ადამიანების გულებში დარჩება. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, როცა ასეთ ძვირფას ადამიანს კარგავს მუნიციპალიტეტი და ქვეყანა. ტკივილი მაინც დიდია, .მშვიდობით ქალბატონო ვენერა, უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი თვენს სულს. -წერს შოთა ფერაძე სოციალურ ქსელში










