LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული

” საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები ” – არჩილ გორდულაძე

დაპოსტა 2026/11/10-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები. სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს განიხილავენ.

გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციონერი წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა და პროცესის მიმდინარეობის სამართლებრივ მხარეზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, მხარეებს არ აქვთ უფლება მოსარჩელეს მიუთითონ და მოსთხოვონ სარჩელიდან კონკრეტული მტკიცებულებების ამოღება.

„ამ ხნის განმავლობაში ჯერ ვისმენდით, რომ სარჩელში არავითარი მტკიცებულება არ არისო. შემდეგ, ვისმენდით ახსნა-განმარტებებს და იმ საკითხებზე საუბრობენ, რაც სარჩელში იყო მითითებული, ან უტრირებას, ან ტყუილს. დღეს გამოდიან და საუბრობენ, რომ იმდენი მტკიცებულება არის თურმე დართული, რომ შეიძლება სატვირთო მანქანები დასჭირვებოდა მხარეს, რომ ამოებეჭდა და ისე მოეტანა. ჩამოვყალიბდეთ, ამ სარჩელს მტკიცებულებები თან ახლავს თუ არ ახლავს. რაც შეეხება გამოკვლევას, თუ ვინმეს აქვს სურვილი, საგამოძიებო კომისიის სხდომები, რომელიც, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ეს ყველაფერი გადმოვიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი. სასამართლომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც არის ეს ჩამოყალიბებული ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით. თუ ვინმეს კონკრეტულ მტკიცებულებებთან პოზიციის დაფიქსირება უნდა, აქვს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, როგორც მოპასუხე, ისე მოსარჩელე მხარეს. მაგრამ თუ ვინმე მიგვითითებს, რომ იცით რა, კეთილი ინებეთ და რომელიმე მტკიცებულებები სარჩელიდან ამოიღეთო და მითითებით რეჟიმში უნდა იყოს ჩვენი მოსარჩელე მხარისადმი, ეს არც პროცესში წერია, მათ შორის, არც საერთო სასამართლოების პრაქტიკით არის დადგენილი. მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე როგორც სხვა ყველა სხდომები, ეს სხდომაც გადაიცემა პირდაპირი ეთერით და საზოგადოების აზრის ჩამოსაყალიბებლად, მათზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რომ თითქოს საკონსტიტუციო სასამართლო ვინმეს რაიმე მტკიცებულების გამოკვლევის და ამ მტკიცებულებაზე თავისი აზრის დაფიქსირების საშუალებას არ აძლევს, ვფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობა არც კი უნდა გაჩნდეს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, ის, რაც ჩამოყალიბებულია 30 წლის განმავლობაში, ვინმეს შეიძლება მოსწონდეს ეს პრაქტიკა, ვინმეს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედით, ეს უნდა იყოს ისე, როგორც არის ორგანული კანონით და სასამართლოს პრაქტიკით გათვალისწინებული. თუ ვინმეს რამე პოზიციის დაფიქსირება უნდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეუძლია და აქამდეც შეეძლოთ, დაეფიქსირებინათ“, – განაცხადა გორდულაძემ.

გარდა ამისა, არჩილ გორდულაძის თქმით, „მოპასუხე მხარე ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს“.

„რვა დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით სასამართლო პროცესს. ამ რვა დღიდან ხუთი დღის განმავლობაში ერთი და იმავე ფაქტების უტრირებას, მათ შორის, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და ერთი და იმავე საკითხების გამეორებას ვისმენდით. თქვენც მიეცით ამასთან დაკავშირებით შენიშვნა, თუმცა ეს მაინც გაგრძელდა. ჩემი გადმოსახედიდან, სასამართლო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ეს მისთვის არახელსაყრელია და ახლა ყველანაირად ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს. ეს არის ერთი საკითხი, რომლის დაფიქსირებაც აუცილებლად მინდოდა“, – განაცხადა გორდულაძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“სიმართლე ისაა, რომ ანტიევროპული გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ” – გიორგი შარაშიძე „ქართულ ოცნებას“

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

„ოცნება“ პრინციპით „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება“, ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს საქართველოსთან ურთიერთობა თავად ევროკავშირს არ სურს - სიმართლე კი ისაა, რომ როგორც არ უნდა შეიცვალოს ბრიუსელის ბიუროკრატია,...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ” – ირაკლი კირცხალია

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
“ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს”-ირაკლი კირცხალია
მთავარი

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლებამოსილებას, დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური წესრიგი, კულტურული თვითმყოფადობა და...

დაწვრილებითDetails

” ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

მიუხედავად გეოგრაფიულ ზომაში, ეკონომიკურ ზომასა და პოლიტიკურ გავლენაში სხვაობებისა, ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ - ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სანიმუშოა, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი
მთავარი

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და...

დაწვრილებითDetails

მასწავლებელს, რომელმაც არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის ასაკის მოსწავლესთან ბრალდება წარედგინა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი,...

დაწვრილებითDetails

ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
მთავარი

დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ერთ-ერთი პირი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ნემო ბურჭულაძე 1990-1991 წლებში...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა განახლდა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა. დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა, დღეიდან კი საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ...

დაწვრილებითDetails

საყურადღებო ინფორმაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება უმაღლეს სასწავლებლებში
მთავარი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური სივრცეები გამოიყოფა. კერძოდ, სივრცეები გამოიყოფა „საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ნოემბრის ფავორიტი 5 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ეზოთერიკოსი გოგა მანია ასახელებს ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებისთვისაც ნოემბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წარმატებული პერიოდი იქნება. ლომი - თვითგამოხატვისა და საკუთარი თავის აღიარების დრო ლომებისთვის ეს პერიოდი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, თვითგამოხატვასა და...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს. „ამა წლის 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"